https://sputnik-georgia.com/20261114/saqartvelos-da-cinetis-ganatlebis-saministroebs-soris-tanamsromlobis-setanxmeba-gaformda-301718921.html
საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
Sputnik საქართველო
შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია საქართველოს განათლების მინისტრის ჩინეთში ვიზიტის დროს გაიმართა. 14.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-14T15:21+0400
2026-11-14T15:21+0400
2026-11-14T15:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663188_0:317:2992:2000_1920x0_80_0_0_2264b8c406135f0facbc96486e6598fc.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრმა, ჰუაი ძინპენმა ხელი მოაწერეს სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც განათლების სფეროში ქვეყნებს შორის პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს, ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია საქართველოს განათლების მინისტრის ჩინეთში ვიზიტის დროს გაიმართა.„შეთანხმება, რომელიც განათლების სისტემის ყველა საფეხურს მოიცავს, შექმნის მყარ საფუძველს თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებას, აკადემიური და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაფართოებას და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნეს სამინისტროში.2025 წელს საქართველოში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სკოლებში ჩინური როგორც მეორე უცხო ენა შემოვიდეს. ამის შემდეგ, ორი ქვეყნის განათლების უწყებებმა შეთანხმებას მიაღწიეს მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამების დანერგვაზე.საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები თანდათანობით ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ორიენტირებული. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადეს.უკვე 2026 წლის ზაფხულში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა ერთობლივად გამოაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663188_207:0:2874:2000_1920x0_80_0_0_16b12c0c111c9cb6c9f8668d323559f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება
საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია საქართველოს განათლების მინისტრის ჩინეთში ვიზიტის დროს გაიმართა.
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრმა, ჰუაი ძინპენმა ხელი მოაწერეს სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც განათლების სფეროში ქვეყნებს შორის პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს, ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.
შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია საქართველოს განათლების მინისტრის ჩინეთში ვიზიტის დროს გაიმართა.
„შეთანხმება, რომელიც განათლების სისტემის ყველა საფეხურს მოიცავს, შექმნის მყარ საფუძველს თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებას, აკადემიური და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაფართოებას და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნეს სამინისტროში.
2025 წელს საქართველოში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სკოლებში ჩინური როგორც მეორე უცხო ენა შემოვიდეს. ამის შემდეგ, ორი ქვეყნის განათლების უწყებებმა შეთანხმებას მიაღწიეს მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამების დანერგვაზე.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები თანდათანობით ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ორიენტირებული. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადეს.
უკვე 2026 წლის ზაფხულში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა ერთობლივად გამოაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ.