აჭარაში 2 კგ „მეთადონი" ამოიღეს: დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშინარკოტიკები
ნარკოტიკები - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2026
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ხელვაჩაურში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება.
სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 2 კგ ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0