მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2026
გამოწერა
მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ არაერთგზის ჩადენილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველების მიერ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება - „მეთადონი“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0