თამბაქოს რეფორმა საქართველოში: სიგარეტი მეტი იყიდება, ბიუჯეტში ნაკლები შედის

© photo: Sputnik„მოწევა აკრძალულია"
„მოწევა აკრძალულია - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2026
გამოწერა
ალიანსი ხელისუფლებას მოუწიოდებს გადაიხედოს საგადასახადო კოდექსი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) სტანდარტებისა და ევროპული გამოცდილების მიხედვით.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში თამბაქოს დაბეგვრის რეფორმამ მოსალოდნელი შედეგი ვერ გამოიღო: მოწევის შემცირების ნაცვლად, სიგარეტის გაყიდვები გაიზარდა, ხოლო რეალური შემოსავლები ბიუჯეტში შემცირდა, ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში.
2026 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში თამბაქოს დაბეგვრის ახალი წესი მოქმედებს. ალიანსის მონაცემებით, სახელმწიფომ ადგილობრივ მწარმოებლებს დიდი საგადასახადო შეღავათები დაუწესა, რამაც გამოიწვია ადგილობრივი წარმოების იაფი სიგარეტის გაყიდვების ზრდა.
„როდესაც უცხოური სიგარეტი გაძვირდა, ადამიანებმა მოწევას კი არ დაანებეს თავი, მექანიკურად გადავიდნენ უფრო იაფ, ადგილობრივ ალტერნატივაზე - არასწორად დაგეგმილმა რეფორმამ ერთდროულად ორმაგი დარტყმა მიაყენა ქვეყანას: მოხდა ფისკალური კრახი, დაზიანდა სახელმწიფო ბიუჯეტი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა“, - აღნიშულია განცხადებაში.
ადგილობრივი სიგარეტის გაყიდვები 26%-ით გაიზარდა, თუმცა მათგან ბიუჯეტში შესული თანხა 13.8%-ით შემცირდა, თამბაქოდან ბიუჯეტში შესული თანხა ნომინალურად 3.9%-ით გაიზარდა (750.4 მილიონ ლარამდე), მაგრამ ინფლაციის (ფასების საერთო ზრდის) გათვალისწინებით, რეალური შემოსავალი 1.3%-ით შემცირდა.
პირველი შვიდი თვის განმავლობაში ადგილობრივი სიგარეტის გაყიდვები 26%-ით გაიზარდა, თუმცა მათგან ბიუჯეტში შესული შემოსავლები 13,8%-ით შემცირდა. თამბაქოს ნაწარმიდან მიღებული მთლიანი შემოსავლები ნომინალურად 3,9%-ით, 750,4 მილიონ ლარამდე გაიზარდა, მაგრამ ინფლაციის გათვალისწინებით, ბიუჯეტის რეალური შემოსავლები 1,3%-ით შემცირდა.
ამასთან, სიგარეტის საერთო გაყიდვები 0,5%-ით გაიზარდა და 184,2 მილიონი კოლოფი შეადგინა. საშუალო ხელფასი 8,9%-ით გაიზარდა, რაც სიგარეტის ფასების ზრდას უსწრებს და სიგარეტი შედარებით უფრო ხელმისაწვდომი გახადა.
ალიანსი ხელისუფლებას მოუწიოდებს გადაიხედოს საგადასახადო კოდექსი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) სტანდარტებისა და ევროპული გამოცდილების მიხედვით. კერძოდ, სთავაზობს გაუქმდეს ადგილობრივი მწარმოებლების საგადასახადო პრივილეგიები, აიწიოს ფიქსირებული აქციზის ფასი და დაწესდეს ზრდის მექანიზმი, რომელიც ყოველწლიურად ინფლაციაზე მაღალი ტემპით გაზრდის გადასახადს.
„ბრიტანული სისტემა პირდაპირ პასუხობს საქართველოში 2026 წელს შექმნილ პრობლემას, როცა ხელფასების ზრდამ სიგარეტის გაძვირებას გადაასწრო. კანონით დადგენილია, რომ ყოველწლიურად თამბაქოს გადასახადი ავტომატურად იზრდება ინფლაციის მაჩვენებელს + 2%. შედეგად სიგარეტი ყოველ წელს უფრო სწრაფად ძვირდება, ვიდრე სხვა პროდუქტები ან ხალხის შემოსავლები. ხელფასის მატების მიუხედავად, სიგარეტი მოსახლეობისთვის ყოველწლიურად უფრო მეტად ხელმიუწვდომელი ხდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ალიანსის შეთავაზებაა ასევე ორიენტირება ევროკავშირის სისტემაზე, სადაც სიგარეტის დაბეგვრა შედგება ორი ნაწილისგან (სპეციფიკური -ფიქსირებული გადასახადი კოლოფზე და ადვალური - პროცენტული გადასახადი ფასიდან). თუმცა, მთავარი დამცავი მექანიზმი არის მინიმალური აქციზური ბეგარა.
2017 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, რომელიც კრძალავს მოწევას დახურულ სივრცეში, თამბაქოს ნაწარმის რეკლამას, ასევე მოწევას ავტომობილებსა და ტაქსებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით.
გარდა ამისა, თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია სიგარეტის გაყიდვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან (მათ შორის უმაღლესი სასწავლებლებიდან) 50 მეტრის რადიუსში, საჯარო დაწესებულებებში, ასევე ბავშვთა ტანსაცმლის, კვების პროდუქტებისა თუ სათამაშოების სექციებში.
ყველა ახალი ამბავი
0