https://sputnik-georgia.com/20260929/shss-nacmozraobas-aqciis-gamartvaze-uari-utxra-300873450.html
შსს-ის უარი „ნაცმოძრაობის" აქციაზე: უწყებამ განცხადება გაავრცელა
შსს-ის უარი „ნაცმოძრაობის" აქციაზე: უწყებამ განცხადება გაავრცელა
Sputnik საქართველო
„ნაციონალურ მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ შსს-მ პარტიას ე.წ. რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის... 29.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-29T21:00+0400
2026-09-29T21:00+0400
2026-09-29T21:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24551/27/245512740_0:91:1000:654_1920x0_80_0_0_7ed41dcb3c49482864333661272d2bad.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დადგენილია სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება, ან მათ მოძრაობას აფერხებს, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც უწყებამ „ნაცმოძრაობის" მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილის პასუხად გაავრცელა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა, 1-ელ ოქტომბერს თბილისში, ე.წ. რიყის დოქებთან საპროტესტო აქცია დაანონსა, თუმცა, მისი განხცადებით, შსს-მ პარტიას სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის გამართვის ნებართვა არ მისცა. ამავე დროს განცხადებაში განმარტებულია, რომ კანონით დადგენილია სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან მათ მოძრაობას აფერხებს. შესაბამისად, სავალდებულოა პასუხისმგებელმა პირმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეიტანოს სათანადო, ხელმოწერილი გაფრთხილება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონით განსაზღვრულ მონაცემებსა და საჭირო ინფორმაციას. უწყების ცნობით, განცხადებაში (გაფრთხილება) არ იყო აღნიშნული შეკრების მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა; ასევე, გაფრთხილებას ხელს არ აწერდა შეკრება/მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირი ბესარიონ გედენიძე, რაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს. გარდა ამისა, საპატრულო პოლიციის მიერ, ირაკლი ფავლენიშვილს წერილობით განემარტა, რომ 2026 წლის 3-4 ოქტომბერს თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე აღინიშნება „თბილისობა 2026“-ის ღონისძიებები, მათ შორის ერთ-ერთი ძირითად ლოკაციას წარმოადგენს ევროპის მოედანი და რიყის პარკი. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე დაწყებული აქვთ თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოები.„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა, 2026 წლის 1-ელ ოქტომბერს, 19:00 საათზე თბილისში, ე.წ. რიყის დოქებთან საპროტესტო აქცია დაანონსა. აქცია ლოზუნგით „არა რუსულ რეჟიმს, თავისუფლება მიშას“ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების ხუთ წლისთავს უკავშირდება. რაც შეეხება განცხადებაში ნახსენებ დღესასწაულს, „თბილისობა 2026“ 3 და 4 ოქტომბერს (შაბათ-კვირას) გაიმართება. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, წელს ფესტივალი განსაკუთრებით მასშტაბურად, ერთდროულად ხუთ ძირითად ლოკაციაზე მოეწყობასააკაშვილი და „ნაცმოძრაობა"უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმ დროისთვის მას უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.დღეისთვის მიხეილ სააკაშვილს 12,6 წლით თავისუფლების აღკვეთა ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე აქვს შეფარდებული: პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემა, „საქართველოს ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალება, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და საზღვრის უკანონო კვეთა. ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებით კიდევ ორ საქმეზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობს.საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების შექმნა, მათში გაწევრიანება და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ექს-პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ბევრი სააკაშვილს კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალურ ლიდერად აღიქვამს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24551/27/245512740_0:0:872:654_1920x0_80_0_0_c94f2953dfb84b067873e45212d7fc63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები
შსს-ის უარი „ნაცმოძრაობის" აქციაზე: უწყებამ განცხადება გაავრცელა
„ნაციონალურ მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ შსს-მ პარტიას ე.წ. რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დადგენილია სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება, ან მათ მოძრაობას აფერხებს, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც უწყებამ „ნაცმოძრაობის" მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილის პასუხად გაავრცელა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა, 1-ელ ოქტომბერს თბილისში, ე.წ. რიყის დოქებთან საპროტესტო აქცია დაანონსა, თუმცა, მისი განხცადებით, შსს-მ პარტიას სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის გამართვის ნებართვა არ მისცა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრება/მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე რაიმე სახის ნებართვას არ გასცემს და მისი მთავარი ფუნქციაა, დაიცვას ბალანსი შეკრების ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ იმ ადგილებში, სადაც შეკრება ან მანიფესტაცია მიმდინარეობს“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამავე დროს განცხადებაში განმარტებულია, რომ კანონით დადგენილია სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან მათ მოძრაობას აფერხებს. შესაბამისად, სავალდებულოა პასუხისმგებელმა პირმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეიტანოს სათანადო, ხელმოწერილი გაფრთხილება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონით განსაზღვრულ მონაცემებსა და საჭირო ინფორმაციას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის მიერ, 2026 წლის 25 სექტემბერს, წარმოდგენილი გაფრთხილება არ იყო შედგენილი კანონის მოთხოვნების შესაბამისად და არ შეიცავდა იმ ინფორმაციას რაც კანონითაა დადგენილი“, -ნათვქამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, განცხადებაში (გაფრთხილება) არ იყო აღნიშნული შეკრების მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა; ასევე, გაფრთხილებას ხელს არ აწერდა შეკრება/მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირი ბესარიონ გედენიძე, რაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს.
გარდა ამისა, საპატრულო პოლიციის მიერ, ირაკლი ფავლენიშვილს წერილობით განემარტა, რომ 2026 წლის 3-4 ოქტომბერს თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე აღინიშნება „თბილისობა 2026“-ის ღონისძიებები, მათ შორის ერთ-ერთი ძირითად ლოკაციას წარმოადგენს ევროპის მოედანი და რიყის პარკი. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე დაწყებული აქვთ თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოები.
„შესაბამისად, იმისათვის, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს, აქციის ორგანიზატორებს მიეცათ მითითება განეხილათ შეკრება/მანიფესტაციის გამართვის ადგილისა ან/და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა, 2026 წლის 1-ელ ოქტომბერს, 19:00 საათზე თბილისში, ე.წ. რიყის დოქებთან საპროტესტო აქცია დაანონსა. აქცია ლოზუნგით „არა რუსულ რეჟიმს, თავისუფლება მიშას“ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების ხუთ წლისთავს უკავშირდება.
რაც შეეხება განცხადებაში ნახსენებ დღესასწაულს, „თბილისობა 2026“ 3 და 4 ოქტომბერს (შაბათ-კვირას) გაიმართება. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, წელს ფესტივალი განსაკუთრებით მასშტაბურად, ერთდროულად ხუთ ძირითად ლოკაციაზე მოეწყობა
სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა"
უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმ დროისთვის მას უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
დღეისთვის მიხეილ სააკაშვილს 12,6 წლით თავისუფლების აღკვეთა ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე აქვს შეფარდებული: პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემა, „საქართველოს ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალება, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და საზღვრის უკანონო კვეთა. ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებით კიდევ ორ საქმეზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობს.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების შექმნა, მათში გაწევრიანება და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ექს-პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ბევრი სააკაშვილს კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალურ ლიდერად აღიქვამს.