მთავრობა: საქართველოში სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულების პროექტი ამოქმედდება

© photo: Sputnik / Stringerმშენებარე ობიექტი
მშენებარე ობიექტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2026
გამოწერა
სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულების პროგრამის დანერგვის ხარჯებს სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე ციფრული ზედამხედველობის საპილოტე პროექტი წლის ბოლომდე ჩაეშვება, განაცხადა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა გურამ დუმბაძემ.
საქართველოს მთავრობა არაერთი სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას აფინანსებს და დღეისათვის მთავარი პრეტენზია მათი ხარისხია.
„ვმუშაობთ ძალიან საინტერესო სიახლეზე, რაც ეხება სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას, გვინდა, რომ წელსვე უკვე საპილოტე ნაწილი ჩავუშვათ და დავიწყოთ ამ რეფორმის ათვისება, - განაცხადა დუმბაძემ.
მისი თქმით, რეფორმა შესაძლებელს გახდის ციფრულ ფორმატში როგორც მშენებლობის ეტაპების ზედამხედველობის განხორციელებას, ისე აღრიცხვის წარმოებას მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ.
„ინფორმაცია იქნება საჯარო, ხელმისაწვდომი ყველასთვის, რაც ხელს შეუწყობს კონტროლს და ხარისხის კომპონენტების შესრულებას, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, ასევე მშენებლისთვისაც", - განაცხადა დუმბაძემ.
სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულების პროგრამის დანერგვის ხარჯებს სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს.
საქართველოს მთავრობისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლი უმთავრესი პრიორიტეტია. ამჟამად რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, სამუშაოების შესრულებისას გამოვლენილი მრავალი ხარვეზის გამო, დაგვიანებით ხორციელდება.
ყველა ახალი ამბავი
0