ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / StringerАрестованный в наручниках
Арестованный в наручниках  - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2026
გამოწერა
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0