https://sputnik-georgia.com/20260917/irakli-kobaxizem-susis-axali-ufrosi-pirad-semadgenlobas-warudgina-300640657.html
ირაკლი კობახიძემ სუსის ახალი უფროსი უწყების პირად შემადგენლობას წარუდგინა
ირაკლი კობახიძემ სუსის ახალი უფროსი უწყების პირად შემადგენლობას წარუდგინა
Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცეს 17.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-17T11:27+0400
2026-09-17T11:27+0400
2026-09-17T11:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
ირაკლი კობახიძე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/11/300639909_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_6a4f1e6102558bca119b0aee8eef0cb7.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი – თამაზ ბორაშვილი წარუდგინა.ოთხშაბათს, 16 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით დაამტკიცა თამაზ ბორაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. დანიშვნამდე ბორაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა.მთავრობის მეთაურმა სუსის ყოფილ უფროს გეკა გელაძეს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.თავის მხრივ, სუსის ახალმა უფროსმა ბორაშვილმა მთავრობას და პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.ამ დრომდე ბორაშვილის ბიოგრაფია მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. წლების განმავლობაში მას სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა, 2025 წლის 4 სექტემბრიდან კი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტი ეჭირა.რაც შეეხება სუსის ყოფილ უფროს გეკა გელაძეს, ის დაბრუნდა შსს-ში და მინისტრის მოადგილის პოსტი დაიკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/11/300639909_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_f3ded1c66699ed464318a6eb98195b21.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ირაკლი კობახიძე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, ირაკლი კობახიძე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს მთავრობა
ირაკლი კობახიძემ სუსის ახალი უფროსი უწყების პირად შემადგენლობას წარუდგინა
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცეს
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი – თამაზ ბორაშვილი წარუდგინა.
ოთხშაბათს, 16 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით დაამტკიცა თამაზ ბორაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. დანიშვნამდე ბორაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ერთ-ერთი უმთავრესი სტრუქტურა, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დაცვა, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დაცვა. რა თქმა უნდა, ამაში თითოეული თქვენგანის წვლილი არის განსაკუთრებულზე განსაკუთრებული და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ღირსეული სამსახურისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა სუსის ყოფილ უფროს გეკა გელაძეს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, სუსის ახალმა უფროსმა ბორაშვილმა მთავრობას და პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„პირობას ვდებ, გაორმაგებული ძალებით, ამ ძლიერ გუნდთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ჩვენი სამსახურის გაძლიერებისთვის, რათა უკეთესად გადავჭრათ ის ამოცანები, რომლებიც ყოველდღიურად ჩვენს ქვეყანას უდგას გამოწვევის სახით. მინდა, პირად შემადგენლობას უდიდესი მადლობა გადავუხადო. აქ არცერთი ისეთი ადამიანი არ ზის, რომელიც ჩემთვის უცხოა“, – აღნიშნა თამაზ ბორაშვილმა.
ამ დრომდე ბორაშვილის ბიოგრაფია მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. წლების განმავლობაში მას სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა, 2025 წლის 4 სექტემბრიდან კი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტი ეჭირა.
რაც შეეხება სუსის ყოფილ უფროს გეკა გელაძეს, ის დაბრუნდა შსს-ში და მინისტრის მოადგილის პოსტი დაიკავა.