ვიცე-სპიკერი: მთავრობაში საკადრო ცვლილებები მუშაობის შედეგებით არის გამოწვეული

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2026
გამოწერა
გელა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი ორშაბათს, 14 სექტემბერს დატოვა - უწყების უფროსად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა, რომელსაც პარლამენტმა ნდობა 16 სექტემბერს უნდა გამოუცხადოს.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ხშირი საკადრო ცვლილება არ არის კარგი, მაგრამ არის ფორმულა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, ყველაფერი შედეგების მიხედვით ითვლება, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსის დანიშვნასთა დაკავშირებით.
გელა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი ორშაბათს, 14 სექტემბერს დატოვა - უწყების უფროსად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა, რომელსაც პარლამენტმა ნდობა 16 სექტემბერს უნდა გამოუცხადოს.
„ზოგადად, ხშირი საკადრო ცვლილება არ არის კარგი, მაგრამ არის ფორმულა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ – ყველაფერი შედეგების მიხედვით ითვლება. შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ ტურბულენტურ სამყაროში, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული სერიოზული გამოწვევების ფონზე, ამ სამსახურს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ყოველთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა", - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, ბორაშვილის სახით საუკეთესო კადრია შერჩეული და ლიდერის დანიშვნა სისტემის შიგნით და არა გარედან იყო სწორი გადაწყვეტილება.
„ამ სამსახურს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ყოველთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. ვერ ვიტყოდი, რომ ახალი ხელმძღვანელი მოსულია გარედან. დიდი ხნის განმავლობაში თვითონაც ხელმძღვანელ პოზიციაზე იყო, გადაწყვეტილებებიც კოლექტიურად მიიღებოდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ამ დრომდე ბორაშვილს სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა - მისი ბიოგრაფია მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. წლების განმავლობაში მას სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა, 2025 წლის 4 სექტემბრიდან კი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტი უჭირავს.
რაც შეეხება გელა გელაძეს, იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
ყველა ახალი ამბავი
0