https://sputnik-georgia.com/20260914/gela-geladze-shss-ministris-moadgile-gaxdeba-300590055.html
შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი უწყებაში მოადგილის თანამდებობაზე ბრუნდება
შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი უწყებაში მოადგილის თანამდებობაზე ბრუნდება
Sputnik საქართველო
გელა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დღეს გაავრცელა - როგორც პოსტშია ნათქვამია, მან თანამდებობის დატოვების... 14.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-14T14:49+0400
2026-09-14T14:49+0400
2026-09-14T14:51+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1c/293550189_0:0:801:451_1920x0_80_0_0_94e2dc98018e2c1f1b6682d47bc5f3cc.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.სუს-ის უფროსის თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია გელაძემ დღეს, 14 სექტემბერს სოციალურ ქსელში გაავრცელა, მისი თქმით, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად მიიღო.პრემიერმა კობახიძემ გელაძეს მადლობა გადაუხადა აღნიშნულ თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავისი ცოდნითა და გამოცდილებით გელა გელაძე მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის ძალოვან სტრუქტურას. საქართველოს პარლამენტმა გელა გელაძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე, 6 წლის ვადით, 2026 წლის 28 აპრილს დაამტკიცა. მანამდე იგი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.პროფესიით იურისტმა გელაძემ კარიერა საქართველოს პროკურატურაში დაიწყო, სადაც 1999-2001 წლებში სტაჟიორად მუშაობდა, შემდეგ კი შსს-ის ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის თანამდებობაზე დაინიშნა.გელაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოსტზე თამაზ ბორაშვილი შეცვლის, რომლის კანდიდატურაც დასამტკიცებლად პარლამენტს დღესვე წარედგინება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1c/293550189_45:0:754:532_1920x0_80_0_0_8c4ecfd6e83c6000e7cd4f74bd3f2a1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი უწყებაში მოადგილის თანამდებობაზე ბრუნდება
14:49 14.09.2026 (განახლებულია: 14:51 14.09.2026) გელა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დღეს გაავრცელა - როგორც პოსტშია ნათქვამია, მან თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად მიიღო.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
სუს-ის უფროსის თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია გელაძემ დღეს, 14 სექტემბერს სოციალურ ქსელში გაავრცელა, მისი თქმით, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად მიიღო.
პრემიერმა კობახიძემ გელაძეს მადლობა გადაუხადა აღნიშნულ თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის.
„გეკა გელაძე არის გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანი და გამორჩეული პროფესიონალი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მათ შორის ორგანიზებული ნარკოტიკული და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავისი ცოდნითა და გამოცდილებით გელა გელაძე მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის ძალოვან სტრუქტურას.
საქართველოს პარლამენტმა გელა გელაძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე, 6 წლის ვადით, 2026 წლის 28 აპრილს დაამტკიცა. მანამდე იგი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
პროფესიით იურისტმა გელაძემ კარიერა საქართველოს პროკურატურაში დაიწყო, სადაც 1999-2001 წლებში სტაჟიორად მუშაობდა, შემდეგ კი შსს-ის ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის თანამდებობაზე დაინიშნა.
გელაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოსტზე თამაზ ბორაშვილი შეცვლის, რომლის კანდიდატურაც დასამტკიცებლად პარლამენტს დღესვე წარედგინება.