ბათუმში ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქეები დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2026
გამოწერა
ორივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. აჭარის პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე ბათუმში დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულები, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.
ამჟამად ორივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0