საპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

© Sputnik / STRINGER„სარფის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი
„სარფის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2026
გამოწერა
ძებნილი პირი საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე დააკავეს.
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებული, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ხულიგნობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე დააკავეს.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0