https://sputnik-georgia.com/20260828/saqartvelosi-cinuri-enis-seswavla-gazlierdeba-ganatlebis-saministro-300334270.html
საქართველოში ჩინური ენის სწავლება გაძლიერდება - განათლების სამინისტრო
საქართველოში ჩინური ენის სწავლება გაძლიერდება - განათლების სამინისტრო
Sputnik საქართველო
ჩინური, როგორც მეორე უცხო ენა, უკვე ისწავლება თბილისის ცხრა საჯარო სკოლაში. 28.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-28T14:55+0400
2026-08-28T14:55+0400
2026-08-28T14:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663167_0:38:3072:1766_1920x0_80_0_0_10b02fb0ddee09e622ed283baac3c263.jpg
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ქართულ სკოლებში ჩინური ენის შესწავლის პროგრამის გაფართოების საკითხი განიხილა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.„შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ჩინური ენის, როგორც მეორე უცხოური ენის სწავლების განვითარებაზე. აღინიშნა, რომ 2025-2026 სასწავლო წლიდან ჩინური ენა, როგორც მეორე უცხოური ენა, ოფიციალურად დაინერგა თბილისის 9 საჯარო სკოლაში“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.საქართველოში მოსწავლეებისთვის სავალდებულო უცხო ენა ინგლისურია. სკოლის მეორე უცხო ენა მეხუთე კლასიდან შემოდის და მას სკოლა თავად ირჩევს.უწყების ცნობით, მხარეებმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს.გივი მიქანაძის თქმით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებსა და ლანჯოუს უნივერსიტეტს შორის პარტნიორობის გაფართოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით, ასევე სტუდენტებისთვის აკადემიური გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფის მიმართულებით.საქართველო და ჩინეთისაქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663167_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_4da053c9f419e41d2b743debf51c8943.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოში ჩინური ენის სწავლება გაძლიერდება - განათლების სამინისტრო
ჩინური, როგორც მეორე უცხო ენა, უკვე ისწავლება თბილისის ცხრა საჯარო სკოლაში.
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ქართულ სკოლებში ჩინური ენის შესწავლის პროგრამის გაფართოების საკითხი განიხილა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
„შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ჩინური ენის, როგორც მეორე უცხოური ენის სწავლების განვითარებაზე. აღინიშნა, რომ 2025-2026 სასწავლო წლიდან ჩინური ენა, როგორც მეორე უცხოური ენა, ოფიციალურად დაინერგა თბილისის 9 საჯარო სკოლაში“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოში მოსწავლეებისთვის სავალდებულო უცხო ენა ინგლისურია. სკოლის მეორე უცხო ენა მეხუთე კლასიდან შემოდის და მას სკოლა თავად ირჩევს.
უწყების ცნობით, მხარეებმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
გივი მიქანაძის თქმით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებსა და ლანჯოუს უნივერსიტეტს შორის პარტნიორობის გაფართოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით, ასევე სტუდენტებისთვის აკადემიური გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფის მიმართულებით.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).