აჭარაში საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2026
გამოწერა
ქალს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 28 აგვისტო - Sputnik. ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. დაკავებული, აღნიშნული დანაშაულისთვის მიმდინარე წლის ივნისიდან იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0