ქობულეთში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

© video: Sputnik / Stringerშემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2026
გამოწერა
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ავტომობილი გზის სავალ ნაწილზე მოცურდა და ფერდობს შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0