ძალადობა მოზარდის მიმართ აჭარაში: ადვოკატი მოწმეების მოსყიდვას ცდილობდა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2026
გამოწერა
არასრულწლოვანის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების საქმის ადვოკატი, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის სასჯელის შერბილებას ცდილობდა, თავად აღმოჩნდა სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. აჭარის პროკურატურამ არასრულწლოვანზე ძალადობის საქმის ადვოკატი დააკავა - გამოძიების მონაცემებით, ის დაზარალებულის მოწმეებს თავისი დაცვის ქვეშ მყოფის სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ თანხას სთავაზობდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ნაკლები სასჯელის მიღების მიზნით, დაზარალებულის მეგობარს და დედას შესთავაზა, რომ დაზარალებულს გამოკითხვისას მოწოდებული ინფორმაცია შეეცვალა და გამოძიებისთვის არასწორი ფაქტები მიეწოდებინა, სანაცვლოდ კი თანხას და სხვა ქონებრივ სარგებელს დაჰპირდა.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა
ყველა ახალი ამბავი
0