ბათუმში ორმა ახალგაზრდა კაცმა ერთმანეთი დაჭრა

© photo: Sputnik / Stringerდანა
დანა - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2026
გამოწერა
ორივე დაჭრილი, კლინიკაშია გადაყვანილი, ისინი სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ბათუმში ურთიერთშელაპარაკებისას ორმა ახალგაზრდა კაცმა ერთმანეთი დაჭრა, იუწყება ქართული მედია.
მამაკაცები ერთმანეთს ძველ ბულვარში დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ერთმა მეორეს მინის ნამსხვრევებით ჭრილობა მიაყენა, მეორემ კი საპასუხოდ დანა გამოიყენა.
ორივე დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, ისინი სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0