აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს ხულიგნობისა და პოლიციელების შეურაცხყოფისთვის გაასამართლებენ

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია ბათუმში
პოლიცია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2026
გამოწერა
სამართალდამცველებმა, არაერთხელ მოუწოდეს შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა ის არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე პოლიციელის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს.
თავად ფარტენაძემ პოლიციას 9 აგვისტოს მიმართა. მან განაცხადა, რომ ბოლო დღეებში არაერთხელ გახდა შეურაცხყოფის, მუქარის და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. მისი თქმით, ეს შემთხვევები სისტემურ ხასიათს ატარებდა.
შემდეგ ბათუმის პოლიციამ ჟურნალისტის მიმართ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, 16 აგვისტოს ფარტენაძემ მასთან დაკავშირებულ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვის დროს სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება აღიძრა.
გარდა ამისა, 17 აგვისტოს ღამის საათებში, ბათუმში, ხმამაღლა ლანძღვა-გინებით არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, სამართალდამცველებმა, არაერთხელ მოუწოდეს შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა ის არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, პოლიციელებს მიაყენა შეურაცხყოფა, აცხადებენ შსს-ში.
ფარტენაძე საღამოს იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მისი თქმით, სასამართლო პროცესი 18 აგვისტოს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0