სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

© photo: courtesy of Revenue Service„სარფის" საბაჟო
„სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2026
გამოწერა
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ორმა ბრალდებულმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო პოლიციის ბათუმის სამმართველოს „სარფისა“ და „ხიხაძირის“ სექტორების დასაცავ მონაკვეთებზე სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ე.წ. მწვანე ზოლის გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან ქვეითად გადმოკვეთა. მესამე ბრალდებულმა კი სახელმწიფო საზღვარი სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით გადმოკვეთა.
გამოძიება სსკ-ის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ გატარდა საიმიგრაციო პროცედურები, რის შედეგადაც ის ქვეყნიდან გააძევეს.
ყველა ახალი ამბავი
0