https://sputnik-georgia.com/20260812/premierma-saxelmzgvaneloebit-uzrunvelkopis-programa-daamtkica-300091911.html
პრემიერმა მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის პროგრამა დაამტკიცა
პრემიერმა მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის პროგრამა დაამტკიცა
Sputnik საქართველო
უფასო სახელმძღვანელოები გადაეცემათ საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მოწყვლად ჯგუფებსა და კერძო სკოლების განსაზღვრული კატეგორიის მოსწავლეებს. 12.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-12T22:00+0400
2026-08-12T22:00+0400
2026-08-12T22:27+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708420_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_7d3f25bac2297beb8003d367a2ff0a31.jpg
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სკოლის მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა, შესაბამისი სამართლებრივი აქტი უკვე გამოქვეყნდა.დოკუმენტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოებით პროგრამის ბენეფიციარების უსასყიდლოდ უზრუნველყოფა ყოველწლიურად განხორციელდება სამინისტროსთვის გამოყოფილი შესაბამისი წლის სახელმწიფო საბიუჯეტო ასიგნებებიდან.პროგრამის ფარგლებში სასკოლო სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემათ:II − XI კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები - სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით ასევე მიიღებენ ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელოებს;კერძო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეებს გადაეცემათ მხოლოდ „დედაენის" სახელმძღვანელოები.უფასო სახელმძღვანელოებით ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან კერძო სკოლების მოსწავლეები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები არიან.სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს სახელმძღვანელოების მიღება მოთხოვნის საფუძველზე შეეძლებათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708420_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_a158d3db2604373228f20c2ab99af8a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
პრემიერმა მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის პროგრამა დაამტკიცა
22:00 12.08.2026 (განახლებულია: 22:27 12.08.2026) უფასო სახელმძღვანელოები გადაეცემათ საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მოწყვლად ჯგუფებსა და კერძო სკოლების განსაზღვრული კატეგორიის მოსწავლეებს.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სკოლის მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა, შესაბამისი სამართლებრივი აქტი უკვე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოებით პროგრამის ბენეფიციარების უსასყიდლოდ უზრუნველყოფა ყოველწლიურად განხორციელდება სამინისტროსთვის გამოყოფილი შესაბამისი წლის სახელმწიფო საბიუჯეტო ასიგნებებიდან.
პროგრამის ფარგლებში სასკოლო სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემათ:
საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს - სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით;
კერძო სკოლების იმ მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა, ყოველი წლის პირველი მარტის მდგომარეობით, 70 001 ქულაზე ნაკლებია;
ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე არსებული იმ სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს - სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით, სადაც სწავლება ხორციელდება ქართულ ენაზე;
გალის რაიონის ენგურსმოსაზღვრე 9 სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.
II − XI კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები - სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით ასევე მიიღებენ ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელოებს;
კერძო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეებს გადაეცემათ მხოლოდ „დედაენის" სახელმძღვანელოები.
უფასო სახელმძღვანელოებით ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან კერძო სკოლების მოსწავლეები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები არიან.
სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს სახელმძღვანელოების მიღება მოთხოვნის საფუძველზე შეეძლებათ.