https://sputnik-georgia.com/20260811/saqartvelos-chinetis-axalgazrduli-delegacia-ewvia-300065221.html
საქართველო და ჩინეთი ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის კავშირებს ამყარებენ
საქართველო და ჩინეთი ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის კავშირებს ამყარებენ
Sputnik საქართველო
ახალგაზრდული დელეგაციის ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაა. 11.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-11T16:23+0400
2026-08-11T16:23+0400
2026-08-11T16:23+0400
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/07/299037600_0:0:960:540_1920x0_80_0_0_a4f37b33f9ce1bc8e270760293918275.jpg
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდულ დელეგაციას შეხვდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდული დელეგაცია საქართველოში 9-15 აგვისტოს ჩათვლით იმყოფება და მას ახალგაზრდობის სააგენტო მასპინძლობს. უწყების ცნობით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებმა, მათთვის საინტერესო საკითხებზე, ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებისთვის დაგეგმილია საქართველოს ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების, მუზეუმებისა და საგანმანათლებლო სივრცეების დათვალიერება და ასევე ქართულ ტრადიციებთან დაკავშირებული აქტივობებისა და მასტერკლასების გამართვა.ახალგაზრდული დელეგაციის ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცება და ახალგაზრდულ სფეროში გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა. საქართველო და ჩინეთი საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. 2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/07/299037600_64:0:865:601_1920x0_80_0_0_55b44de06e31bc41ac4292f5031668c3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო და ჩინეთი ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის კავშირებს ამყარებენ
ახალგაზრდული დელეგაციის ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაა.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდულ დელეგაციას შეხვდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდული დელეგაცია საქართველოში 9-15 აგვისტოს ჩათვლით იმყოფება და მას ახალგაზრდობის სააგენტო მასპინძლობს.
„მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და კავშირების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებმა, მათთვის საინტერესო საკითხებზე, ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებისთვის დაგეგმილია საქართველოს ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების, მუზეუმებისა და საგანმანათლებლო სივრცეების დათვალიერება და ასევე ქართულ ტრადიციებთან დაკავშირებული აქტივობებისა და მასტერკლასების გამართვა.
ახალგაზრდული დელეგაციის ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცება და ახალგაზრდულ სფეროში გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).