შემოსავლების სამსახური: მებაჟეებმა სანქციების გვერდის ავლის მცდელობა აღკვეთეს

© photo: Sputnik / Stringer„სარფის" საბაჟო
„სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2026
გამოწერა
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. მებაჟე-ოფიცრებმა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 24 ივლისს ,,სარფის" კონტროლის ზონაში, თურქეთიდან საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო სანომრე ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა ამავე ქვეყნის მოქალაქე.
„მძღოლის მიერ ზოგადი დეკლარირებისას წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ტრანზიტულად თურქეთიდან რუსეთის ფედერაციის დანიშნულებით ხდებოდა ევროპული წარმოშობის საქონლის გადაზიდვა. ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციის აღსრულების ფარგლებში, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება გაბრუნებულ იქნა უკან თურქეთის რესპუბლიკაში", - ნათქვამია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურში ასევე განაცხადეს, რომ რამდენიმე საათის შემდეგ იგივე ავტომობილი კვლავ შევიდა „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე.
„მძღოლის მიერ ზოგადი დეკლარირების მიზნით წარმოდგენილ წარმოშობის სერტიფიკატში ამჯერად საქონლის წარმოშობის ქვეყნად მითითებული იყო თურქეთი. ეჭვის საფუძველზე მებაჟე-ოფიცრების მიერ, განხორციელდა ტვირთის ნაწილობრივი ვიზუალური დათვალიერება, რის შედეგად დადგინდა, რომ ტვირთზე დატანილ ქარხნულ ეტიკეტებზე წარმოშობის ქვეყნებად მითითებული იყო გერმანია და ხორვატია", - აღნიშნულია განცხადებაში.
გამომდინარე იქიდან, რომ გამოიკვეთა დოკუმენტის სავარაუდო გაყალბებისა და სანქცირებული ტვირთის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადაზიდვის მცდელობა, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
ყველა ახალი ამბავი
0