აჭარაში თურქეთის მიერ ძებნილი ორი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2026
გამოწერა
ორივე დაკავებული სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იძებნებოდა.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის, 2 პისტოლეტი, სამი მჭიდი და 129 ვაზნა.
უწყების ცნობით, ორივე დაკავებული სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იძებნებოდა.
გამოძიება სსკ-ის 236-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0