https://sputnik-georgia.com/20260729/gudaurtan-dagupulta-xsovnas-pativi-miages-299860116.html
შსს-ს და ჯანდაცვის მინისტრებმა გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
შსს-ს და ჯანდაცვის მინისტრებმა გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
Sputnik საქართველო
გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან, რა დროსაც რვა ადამიანი - მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, საგანგებო სიტუაციების მართვის... 29.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-29T16:17+0400
2026-07-29T16:17+0400
2026-07-29T16:17+0400
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0b/252279029_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_5f44e4bc2b739f20bba7c01697e0c5e8.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ 2022 წელს გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. გუდაურში ტრაგედია 2022 წლის 29 ივლისს მოხდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომლის დახმარებითაც ჩამოვარდნილი პარაპლანერისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა: ეკიპაჟის ოთხი წევრი - ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი - გიორგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი - გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა. 2022 წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუდაურთან სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ეკიპაჟის წევრები, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის, მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი დაჯილდოვდა სამინისტროს I ხარისხის მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“. ტრაგედია გუდაურის მთებში ოფიციალური ვერსიით, 29 ივლისს გუდაურის ტერიტორიაზე ორი ადამიანი პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. დაშავებულთა დასახმარებლად გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც სამაშველო ოპერაციისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება პარაპლანერისტებს, ტურისტი ადგილზე დაიღუპა, ინსტრუქტორი კი დაშავდა. ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდებოდა, მათ შორის სახელდებოდა ტექნიკური გაუმართაობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0b/252279029_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_d74985c8c57d75ddadcf97eea31aaedf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
შსს-ს და ჯანდაცვის მინისტრებმა გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან, რა დროსაც რვა ადამიანი - მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და ექიმები დაიღუპნენ, 4 წელი გავიდა.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ 2022 წელს გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
გუდაურში ტრაგედია 2022 წლის 29 ივლისს მოხდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომლის დახმარებითაც ჩამოვარდნილი პარაპლანერისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა: ეკიპაჟის ოთხი წევრი - ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი - გიორგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი - გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა.
2022 წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუდაურთან სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ეკიპაჟის წევრები, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის, მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი დაჯილდოვდა სამინისტროს I ხარისხის მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“.
ოფიციალური ვერსიით, 29 ივლისს გუდაურის ტერიტორიაზე ორი ადამიანი პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. დაშავებულთა დასახმარებლად გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც სამაშველო ოპერაციისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.
ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება პარაპლანერისტებს, ტურისტი ადგილზე დაიღუპა, ინსტრუქტორი კი დაშავდა.
ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდებოდა, მათ შორის სახელდებოდა ტექნიკური გაუმართაობა.