https://sputnik-georgia.com/20260722/sarpshi-ukanono-iaragi-shemohqondat-299754035.html
ასობით ვაზნა და კილოგრამობით დენთი: სარფსა და ფოთში იარაღის კონტრაბანდა აღკვეთეს
ასობით ვაზნა და კილოგრამობით დენთი: სარფსა და ფოთში იარაღის კონტრაბანდა აღკვეთეს
Sputnik საქართველო
გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს. 22.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-22T12:25+0400
2026-07-22T12:25+0400
2026-07-22T12:25+0400
საქართველო
თურქეთი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემოსავლების სამსახური
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს და ორი პირი დააკავეს, მათგან ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურში მდებარე გაფორმების ეკონომიკური ზონის (გეზ) ტერიტორიებზე ბრალდებულების ხელბარგისა და კუთვნილი ავტომობილების დათვალიერების შედეგად დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. კერძოდ, „სარფში“ თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული მგზავრის ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი იქნა 50 ცალი საბრძოლო ვაზნა, ხოლო ფოთის გეზში საერთაშორისო გადაზიდვების კონტეინერში განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონტროლის დროს საქართველოს მოქალაქის კუთვნილ ავტომობილში გამოვლენილი იქნა - 422 საბრძოლო ვაზნა, 2 პნევმატური სპორტული იარაღი, ასევე 2 ათასზე მეტი ტყვიის მასრა, 848 მასრის ჭურვი და ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი 2,5 კგ დენთი. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე, 19-236-ე და 19-214-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემოსავლების სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემოსავლების სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ასობით ვაზნა და კილოგრამობით დენთი: სარფსა და ფოთში იარაღის კონტრაბანდა აღკვეთეს
გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს და ორი პირი დააკავეს, მათგან ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურში მდებარე გაფორმების ეკონომიკური ზონის (გეზ) ტერიტორიებზე ბრალდებულების ხელბარგისა და კუთვნილი ავტომობილების დათვალიერების შედეგად დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს.
კერძოდ, „სარფში“ თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული მგზავრის ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი იქნა 50 ცალი საბრძოლო ვაზნა, ხოლო ფოთის გეზში საერთაშორისო გადაზიდვების კონტეინერში განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონტროლის დროს საქართველოს მოქალაქის კუთვნილ ავტომობილში გამოვლენილი იქნა - 422 საბრძოლო ვაზნა, 2 პნევმატური სპორტული იარაღი, ასევე 2 ათასზე მეტი ტყვიის მასრა, 848 მასრის ჭურვი და ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი 2,5 კგ დენთი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე, 19-236-ე და 19-214-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.