ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირები დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2026
გამოწერა
ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. აჭარის პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
აღნიშნული პირები თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ.
ამჟამად, დაკავებულთა მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0