https://sputnik-georgia.com/20260707/zexveulis-etiketze-xorcis-shemadgenloba-daiwereba-299504537.html
მკაცრი კონტროლი ძეხვეულზე: ეტიკეტზე ხორცის რეალური შემადგენლობა დაიწერება
მკაცრი კონტროლი ძეხვეულზე: ეტიკეტზე ხორცის რეალური შემადგენლობა დაიწერება
Sputnik საქართველო
მწარმოებლებსა და იმპორტიორებს ახალ სტანდარტზე გადასასვლელად გარკვეული დრო ეძლევათ, დადგენილება ძალაში 2027 წლის 1-ელი იანვრიდან შევა. 07.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-07T11:29+0400
2026-07-07T11:29+0400
2026-07-07T11:29+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/05/271948864_0:179:3007:1870_1920x0_80_0_0_d54e51acc0827288191c3ea356898dc9.jpg
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შეიტანა, რომელიც ძეხვეულის (სოსისი, სარდელი, ძეხვი) ეტიკეტირების წესს ამკაცრებს, იუწყება მედიაპლატფორმა BMG. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილების თანახმად, ცვლილება მიზნად ისახავს მომხმარებლის უკეთ ინფორმირებას და შეფუთვაზე არასწორი წარწერების პრევენციას.ახალი წესის მიხედვით, ძეხვეულის შეფუთვის ხედვის ძირითად არეალში (ანუ წინა მხარეს, სადაც მომხმარებელი პროდუქტს პირველად ხედავს) კონკრეტული ცხოველის ხორცის დასახელების (მაგალითად: „საქონლის სოსისი“, „ღორის ძეხვი“) მითითება დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ხორცის რაოდენობა გამოყენებული ხორცის საერთო მასის 50%-ზე მეტს შეადგენს.კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაზუსტება ეხება თავად ხორცის ცნებას: რეგლამენტში აღნიშნული ტერმინი „ცხოველების ხორცი“ არ მოიცავს ე.წ. „მექანიკურად განცალკევებულ ხორცს“. ეს ნიშნავს, რომ 50%-იანი ბარიერის დაანგარიშებისას მექანიკურად დამუშავებული მასა მხედველობაში არ მიიღება.მთავრობის №301 დადგენილებაში შესული ეს ცვლილება დაუყოვნებლივ არ ამოქმედდება. მწარმოებლებსა და იმპორტიორებს ახალ სტანდარტზე გადასასვლელად გარკვეული დრო ეძლევათ, დადგენილება ძალაში 2027 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/05/271948864_137:0:2868:2048_1920x0_80_0_0_d74e20ec65ecf58b8e3dc9e0a66a009d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
მკაცრი კონტროლი ძეხვეულზე: ეტიკეტზე ხორცის რეალური შემადგენლობა დაიწერება
მწარმოებლებსა და იმპორტიორებს ახალ სტანდარტზე გადასასვლელად გარკვეული დრო ეძლევათ, დადგენილება ძალაში 2027 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შეიტანა, რომელიც ძეხვეულის (სოსისი, სარდელი, ძეხვი) ეტიკეტირების წესს ამკაცრებს, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილების თანახმად, ცვლილება მიზნად ისახავს მომხმარებლის უკეთ ინფორმირებას და შეფუთვაზე არასწორი წარწერების პრევენციას.
ახალი წესის მიხედვით, ძეხვეულის შეფუთვის ხედვის ძირითად არეალში (ანუ წინა მხარეს, სადაც მომხმარებელი პროდუქტს პირველად ხედავს) კონკრეტული ცხოველის ხორცის დასახელების (მაგალითად: „საქონლის სოსისი“, „ღორის ძეხვი“) მითითება დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ხორცის რაოდენობა გამოყენებული ხორცის საერთო მასის 50%-ზე მეტს შეადგენს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაზუსტება ეხება თავად ხორცის ცნებას: რეგლამენტში აღნიშნული ტერმინი „ცხოველების ხორცი“ არ მოიცავს ე.წ. „მექანიკურად განცალკევებულ ხორცს“. ეს ნიშნავს, რომ 50%-იანი ბარიერის დაანგარიშებისას მექანიკურად დამუშავებული მასა მხედველობაში არ მიიღება.
მთავრობის №301 დადგენილებაში შესული ეს ცვლილება დაუყოვნებლივ არ ამოქმედდება. მწარმოებლებსა და იმპორტიორებს ახალ სტანდარტზე გადასასვლელად გარკვეული დრო ეძლევათ, დადგენილება ძალაში 2027 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.