https://sputnik-georgia.com/20260707/saqartvelodan-kidev-54-aralegali-gaazeves-299511132.html
საქართველოდან კიდევ 54 არალეგალი გააძევეს
საქართველოდან კიდევ 54 არალეგალი გააძევეს
Sputnik საქართველო
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. 07.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-07T14:00+0400
2026-07-07T14:00+0400
2026-07-07T14:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1e/293976947_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_6ae09f2b0f43d657ed5519f73931ceff.jpg
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ქვეყნიდან გაძევებულია თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, პაკისტანის, ნიგერიის, ეგვიპტის, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 54 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. უახლესი სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წელს ქვეყნიდან უკვე გაძევებულია 2090 არალეგალი მიგრანტი, მათ შორის: იანვარში - 232, თებერვალში - 312, მარტში - 360, აპრილში - 401, მაისში - 340 და ივნისში - 391 უცხო ქვეყნის მოქალაქე. ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს საქართველოში შემოსვლა ორიდან ხუთ წლამდე ვადით ეკრძალებათ - აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა. ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებებმა ერთგვარი პრევენციული ხასიათის დატვირთვა მიიღო, რამაც საქართველოში მყოფი უცხოელი არალეგალების მხრიდან ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება გამოიწვია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველო ნებაყოფლობით უკვე 2 ათასზე მეტმა უცხოელმა არალეგალმა დატოვა. უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში 2026 წელს ქვეყნიდან 3500-დან 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება იგეგმება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1e/293976947_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_d8e29027b245e760abc5b98ed413a8db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოდან კიდევ 54 არალეგალი გააძევეს
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქვეყნიდან გაძევებულია თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, პაკისტანის, ნიგერიის, ეგვიპტის, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 54 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
უახლესი სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წელს ქვეყნიდან უკვე გაძევებულია 2090 არალეგალი მიგრანტი, მათ შორის: იანვარში - 232, თებერვალში - 312, მარტში - 360, აპრილში - 401, მაისში - 340 და ივნისში - 391 უცხო ქვეყნის მოქალაქე.
ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს საქართველოში შემოსვლა ორიდან ხუთ წლამდე ვადით ეკრძალებათ - აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა.
ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებებმა ერთგვარი პრევენციული ხასიათის დატვირთვა მიიღო, რამაც საქართველოში მყოფი უცხოელი არალეგალების მხრიდან ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება გამოიწვია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველო ნებაყოფლობით უკვე 2 ათასზე მეტმა უცხოელმა არალეგალმა დატოვა.
უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში 2026 წელს ქვეყნიდან 3500-დან 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება იგეგმება.