https://sputnik-georgia.com/20260707/qveknis-masshtabit-4-regionuli-nagavsakreli-ashendeba-299513630.html
ქვეყნის მასშტაბით 4 რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა იგეგმება
ქვეყნის მასშტაბით 4 რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა იგეგმება
Sputnik საქართველო
ახალი, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების გახსნის შემდეგ არსებული ნაგავსაყრელები ეტაპობრივად დაიხურება. 07.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-07T17:00+0400
2026-07-07T17:00+0400
2026-07-07T17:00+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251295769_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_7180530b8332c01a00581d030ccae279.jpg
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მთელი ქვეყნის მასშტაბით არასახიფათო ნარჩენების განსათავსებლად რეგიონული პოლიგონების მშენებლობას გეგმავს, შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.ქვეყანაში არსებული ძველი ნაგავსაყრელები ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებით და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელით ჩანაცვლდება. შედეგად, მყარი ნარჩენების მართვა შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან. დოკუმენტის თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა დაგეგმოს და განახორციელოს რეგიონული დაგეგმარების პრინციპების დაცვით შერჩეულ მუნიციპალიტეტებში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ახალი რეგიონული პოლიგონების მშენებლობა/მოწყობის საჭირო ღონისძიებები.გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ 2030 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა უზრუნველყოს 4 რეგიონული ობიექტისა და თანმხლები ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის კომპლექსის მშენებლობა/ მოწყობისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. ნაგავსაყრელები უნდა მოეწყოს შემდეგი საპროექტო ზონების დაცვით: კახეთი, შიდა ქართლი - მცხეთა - მთიანეთი, იმერეთი-რაჭა-ლეჩუმი-ქვემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი. ახალი, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების გახსნის შემდეგ არსებული ნაგავსაყრელები ეტაპობრივად დაიხურება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251295769_278:0:3009:2048_1920x0_80_0_0_6bc9b298ad7dbf0fc44c31f9c8dde646.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
ქვეყნის მასშტაბით 4 რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა იგეგმება
ახალი, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების გახსნის შემდეგ არსებული ნაგავსაყრელები ეტაპობრივად დაიხურება.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მთელი ქვეყნის მასშტაბით არასახიფათო ნარჩენების განსათავსებლად რეგიონული პოლიგონების მშენებლობას გეგმავს, შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.
ქვეყანაში არსებული ძველი ნაგავსაყრელები ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებით და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელით ჩანაცვლდება. შედეგად, მყარი ნარჩენების მართვა შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.
დოკუმენტის თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა დაგეგმოს და განახორციელოს რეგიონული დაგეგმარების პრინციპების დაცვით შერჩეულ მუნიციპალიტეტებში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ახალი რეგიონული პოლიგონების მშენებლობა/მოწყობის საჭირო ღონისძიებები.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ 2030 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა უზრუნველყოს 4 რეგიონული ობიექტისა და თანმხლები ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის კომპლექსის მშენებლობა/ მოწყობისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
ნაგავსაყრელები უნდა მოეწყოს შემდეგი საპროექტო ზონების დაცვით: კახეთი, შიდა ქართლი - მცხეთა - მთიანეთი, იმერეთი-რაჭა-ლეჩუმი-ქვემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.
ახალი, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების გახსნის შემდეგ არსებული ნაგავსაყრელები ეტაპობრივად დაიხურება.