პაპუაშვილი: ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს ხმის უფლება უნდა ჰქონდეთ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2026
გამოწერა
ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური კანდიდატის სტატუსი ცხრა ქვეყანას აქვს
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებს ინტეგრაციის პროცესში ხმის უფლება უნდა ჰქონდეთ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ბელგრადში ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების პირველი (დამფუძნებელი) კონფერენცია ტარდება. კონფერენციის თემაა - „ევროპული ინტეგრაცია ცვალებად გეოპოლიტიკურ კონტექსტში“, სადაც აქცენტი გაკეთებულია კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების როლზე ევროპული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაში.
„ერთი რამ ცხადია: ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არ უნდა იყოს ცალმხრივი და არ უნდა არსებობდეს წარმოდგენა, თითქოს კანდიდატი ქვეყნები მხოლოდ ობიექტები არიან. ჩვენ ამ პროცესის თანამონაწილეები და ევროპის შენების მონაწილენი ვართ, ასე რომ, ვფიქრობ, კანდიდატმა ქვეყნებმა თავისი სიტყვა უნდა თქვან როგორც გაწევრიანების პროცესთან, ისე იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ამ პროცესს თან ახლდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ბევრი ქვეყანა აწყდება ინტეგრაციის პროცესის სირთულეებს და ეს განხილვას საჭიროებს.
ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური კანდიდატის სტატუსი ცხრა ქვეყანას აქვს. საერთო რაოდენობიდან ექვსი ქვეყანა (ალბანეთი, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, მონტენეგრო და უკრაინა) აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს გაწევრიანებაზე. საქართველო, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და თურქეთთან ერთად, ჯერჯერობით არ გადასულა აქტიური მოლაპარაკებების ეტაპზე.
ევროკომისია ამ ეტაპზე ევროკავშირის გაფართოების პროცესის რეფორმირების შესახებ წინადადებებზე მუშაობს.
ბოლო კვირების განმავლობაში ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ გამოაქვეყნა პოზიციების ამსახველი დოკუმენტები გაფართოების პროცედურის რეფორმირების წინადადებებით. კერძოდ, ევროკავშირის ექვსი დამფუძნებელი სახელმწიფოდან ხუთი გამოვიდა მოქმედი კონტროლის მექანიზმების გაძლიერების ინიციატივით, რათა თავიდან იქნეს აცილებული დემოკრატიული პრინციპებიდან უკან დახევა და კანონის უზენაესობის დარღვევა ევროკავშირში ახალი წევრების მიღების შემდეგ.
ამასთან, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს წინადადება, განიხილონ კანდიდატი ქვეყნების ეტაპობრივი ინტეგრაციის მექანიზმები სრულუფლებიანი წევრობისკენ მიმავალ გზაზე. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა გამოთქვა იდეა უკრაინისთვის „ასოცირებული წევრობის“ სტატუსის შემოღების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0