https://sputnik-georgia.com/20260707/arasrulwlovans-patimroba-sheeparda-299524652.html
ნეონაცისტური დაჯგუფება საქართველოში: არასრულწლოვანს 9,8 წლით პატიმრობა შეეფარდა
ნეონაცისტური დაჯგუფება საქართველოში: არასრულწლოვანს 9,8 წლით პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნეს წამების ორგანიზების ორ ეპიზოდში - არასრულწლოვნის მიმართ წამების გამოყენებასა და ძალადობით თანხმხლები ჯგუფური ქმედებების... 07.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-07T22:43+0400
2026-07-07T22:43+0400
2026-07-08T09:30+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
საქართველოს პროკურატურა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218204_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_2209b3d3e754b75977be7026d5078c99.jpg
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნეონაცისტური“ დაჯგუფების ერთ-ერთი არასრულწლოვანი წევრი წამების ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო და ცხრა წლითა და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, „ფაშისტური-ნაცისტური" იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები ორგანიზებას უწევდნენ დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ ძალადობასა და წამებას.არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნეს წამების ორგანიზების ორ ეპიზოდში - არასრულწლოვნის მიმართ წამების გამოყენებასა და ძალადობით თანხმხლები ჯგუფური ქმედებების ორგანიზებაში.აღნიშნულ პირს თავდაპირველად სასჯელის ვადად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14,5 წლით, თუმცა მისი ასაკიდან გამომდინარე პატიმრობის ვადა ერთი მესამედით შეუმცირდა.პოლიციამ მიმდინარე წლის იანვარში დააკავა რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 20-მდე წევრი, რომლებიც ადამიანებს, მათ შორის ბავშვებსა და მოზარდებს აბუჩად იგდებდნენ და აწამებდნენ. დაკავებულებს შორის არიან როგორც ახალგაზრდა მამაკაცები, ისე გოგონები, მათ შორის 10 არასრულწლოვანი.განსხვავებული შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის მქონე პირთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით, შეუწყნარებლობის მოტივით, დაჯგუფების წევრები ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს წინასწარ შერჩეულ მსხვერპლებს, ამცირებდნენ, ართმევდნენ პირად ნივთებს, სცემდნენ, აწამებდნენ და მასხრად იგდებდნენ მათ. შემდეგ ისინი მომხდარს ვიდეოზე იღებდნენ და ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ავრცელებდნენ, რითაც დაზარალებულებს ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებდნენ.თბილისში მოქმედი ფაშისტური დაჯგუფების შესახებ საუბარი 2025 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც პოლიციამ 15 წლის მოზარდზე ანგარიშსწორების გამო ცხრა ადამიანი დააკავა, მათ შორის შვიდი სკოლის მოსწავლე იყო. დაკავებულთა შორის რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების ორი ლიდერი – ლევან აბესაძე და დავით ჯაფაროვი იყვნენ. ამჟამად ისინი პატყიმრობაში იმყოფებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218204_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_57a722f55409d8bc3a05133ba5d42972.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ნეონაცისტური დაჯგუფება საქართველოში: არასრულწლოვანს 9,8 წლით პატიმრობა შეეფარდა
22:43 07.07.2026 (განახლებულია: 09:30 08.07.2026) არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნეს წამების ორგანიზების ორ ეპიზოდში - არასრულწლოვნის მიმართ წამების გამოყენებასა და ძალადობით თანხმხლები ჯგუფური ქმედებების ორგანიზებაში.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნეონაცისტური“ დაჯგუფების ერთ-ერთი არასრულწლოვანი წევრი წამების ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო და ცხრა წლითა და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, „ფაშისტური-ნაცისტური" იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები ორგანიზებას უწევდნენ დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ ძალადობასა და წამებას.
არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნეს წამების ორგანიზების ორ ეპიზოდში - არასრულწლოვნის მიმართ წამების გამოყენებასა და ძალადობით თანხმხლები ჯგუფური ქმედებების ორგანიზებაში.
აღნიშნულ პირს თავდაპირველად სასჯელის ვადად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14,5 წლით, თუმცა მისი ასაკიდან გამომდინარე პატიმრობის ვადა ერთი მესამედით შეუმცირდა.
პოლიციამ მიმდინარე წლის იანვარში დააკავა რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 20-მდე წევრი, რომლებიც ადამიანებს, მათ შორის ბავშვებსა და მოზარდებს აბუჩად იგდებდნენ და აწამებდნენ. დაკავებულებს შორის არიან როგორც ახალგაზრდა მამაკაცები, ისე გოგონები, მათ შორის 10 არასრულწლოვანი.
განსხვავებული შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის მქონე პირთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით, შეუწყნარებლობის მოტივით, დაჯგუფების წევრები ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს წინასწარ შერჩეულ მსხვერპლებს, ამცირებდნენ, ართმევდნენ პირად ნივთებს, სცემდნენ, აწამებდნენ და მასხრად იგდებდნენ მათ.
შემდეგ ისინი მომხდარს ვიდეოზე იღებდნენ და ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ავრცელებდნენ, რითაც დაზარალებულებს ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებდნენ.
თბილისში მოქმედი ფაშისტური დაჯგუფების შესახებ საუბარი 2025 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც პოლიციამ 15 წლის მოზარდზე ანგარიშსწორების გამო ცხრა ადამიანი დააკავა, მათ შორის შვიდი სკოლის მოსწავლე იყო. დაკავებულთა შორის რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების ორი ლიდერი – ლევან აბესაძე და დავით ჯაფაროვი იყვნენ. ამჟამად ისინი პატყიმრობაში იმყოფებიან.