1-ელი ოქტომბრიდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დადასტურების ახალი წესი ამოქმედდება

© photo: Sputnik / Stringerფინანსთან სამინისტრო
ფინანსთან სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2026
გამოწერა
უწყების ცნობით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დროული დადასტურება შეამცირებს საგადასახადო შემოწმების რაოდენობას.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დროული დადასტურების ახალ გამარტივებულ წესს სთავაზობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ახალი წესის ამოქმედების მიზანი გადამხდელების ინტერესების გათვალისწინება და ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის მაჩვენებლის გაუმჯობესებაა.
„შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე, ნებაყოფლობით საცდელ რეჟიმში უკვე მიმდინარეობს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტებისთვის მათ ავტორიზებულ გვერდებზე საინფორმაციო ხასიათის, მოკლე ტექსტური (SMS) შეტყობინების გაგზავნა - საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დროული დადასტურების შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ანგარიშ-ფაქტურის დაუდასტურებლობის გამო, მხარის მიერ ხშირ შემთხვევაში ვერ ხორციელდება შესაბამისი დღგ-ის დეკლარაციის ვადაში ანგარიშ-ფაქტურების დროული წარდგენა, რაც იწვევს დამატებით დაზუსტებული დეკლარაციების წარმოდგენის ვალდებულებას.
„ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, უწყების მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, მიმღები მხარის მიმართ მომხდარიყო შემოსავლების სამსახურის სერვისებზე შეზღუდვის დაწესება“, - ნათქვამია განცხადებაში.
კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ მიმღებ მხარეს საანგარიშო პერიოდის (ერთი თვის შემდეგ) დასრულებიდან მომდევნო თვის 5 რიცხვში (ყოველი თვის 5 რიცხვში) დაუფიქსირდება დასადასტურებელი საფ-ი/ნსაფ-ი, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე მთავარ მომხმარებელს, ასევე ქვემომხმარებელს შეეზღუდებათ ყველა სერვისით სარგებლობის უფლება, გარდა ანგარიშ-ფაქტურების/სპეც ანგარიშ-ფაქტურების მოდულებისა.
ამასთან, ავტორიზებული ვებგვერდით სარგებლობისას ყოველი შესვლისას მომხმარებელს გამოუჩნდება წითელი ფერის სავალდებულო შეტყობინება, შემდეგი შინაარსით - „გაცნობებთ რომ გიფიქსირდებათ დასადასტურებელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
აღნიშნულის გამო ავტორიზებულ გვერდზე - www. service.rs.ge მომხმარებელს შეეზღუდება სერვისებით სარგებლობის უფლება. სერვისებზე წვდომა აღდგება მყისიერად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის/სპეც ფაქტურ(ებ)ის დადასტურების ან უარყოფის შემდეგ.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღნიშნულის გათვალისწინებით, დროულად მოხდება ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება, რათა მომსახურების მიმღებმა მხარემ მარტივად შეძლოს შესაბამისი დღგ-ის თანხის ჩათვლა და მხარეებისთვის (როგორც ანგარიშ-ფაქტურის გამომწერის ასევე მიმღების) შეიქმნას სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნესგარემო.
ამასთან, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დროული დადასტურება შეამცირებს საგადასახადო შემოწმების რაოდენობას და გააუმჯობესებს, როგორც რისკების იდენტიფიცირების სიზუსტეს, ასევე პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობას.
ყველა ახალი ამბავი
0