თბილისში ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს: დაკავებულია 4 პირი

გამოწერა
დანაშაული 20 -წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს, რომელთა შორისაც არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები,საგამოძიებო უწყება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მათი კუთვნილი მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 66 შეკვრად დაფასოებული 1,5 კგ-მდე „მარიხუანა“.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე სამალავებში ათავსებდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთი ინტერნეტპლატფორმის საშუალებით ასაღებდნენ.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალებიც.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0