ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

© photo: Sputnikბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარი - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2026
გამოწერა
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ტურისტულ სეზონს აჭარაში სრული მზადყოფნით ხვდება.
თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. ბათუმში ტურისტული სეზონის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.
ტურისტული სეზონის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას, რომელიც ნავსადგურის ტერიტორიაზე გაიმართა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ბათუმი არის სრულად მზად საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის განახლებული ინფრასტრუქტურით, ახალი ტურისტული პროდუქტებით, განახლებული სერვისებით, შესაძლებლობებით და განსაკუთრებული სტუმარმასპინძლობით“, - სეზონის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ.
მისი თქმით, ამ ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებული აქცენტი დამსვენებლების უსაფრთხოებაზე გაკეთდება და ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ტურისტულ სეზონს აჭარაში სრული მზადყოფნით ხვდება.
"რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისთვის დამატებით საპოლიციო და სამაშველო ძალები უკვე მობილიზებულია. მიმდინარე ტურისტულ სეზონს შინაგან საქმეთა სამინისტრო ხვდება განახლებული ტექნიკური საშუალებებითა და თანამედროვე აღჭურვილობით, რაც მოგცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოება", - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ზაფხულის სეზონზე აჭარაში მილიონობით ვიზიტორი ჩადის.
"მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ადამიანებს რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ჩვენი მოსახლეობისა და ვიზიტორების უსაფრთხოებაზე. სწორედ მათი მაღალი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა უზრუნველყოფს, რომ მსოფლიო რუქაზე ჩვენი ქვეყანა კვლავ რჩება, როგორც წამყვანი, უსაფრთხო და მიმზიდველი ტურისტული მიმართულება", - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ უწყების აღჭურვილობა და ტექნიკა წარმოადგინა.
ტურისტული სეზონისთვის საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ინფრასტრუქტურა მთლიანად განახლდა, ​​პლაჟები გაიწმინდა, შეზლონგებსა და ქოლგებზე ფიქსირებული ფასები დაწესდა. ასევე დარეგულირდა ქუჩის ვაჭრობა.
აჭარა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონია ზაფხულის სეზონზე საქართველოში. რეგიონი საშუალებას იძლევა მოგზაურობის მოყვარულები დატკბნენ როგორც ზღვის, ისე მთის კურორტებით.
ყველა ახალი ამბავი
0