https://sputnik-georgia.com/20260614/mdinaradze-danashauls-aravis-gavutarebt-299133165.html
მდინარაძე: პოლიციელი იქნება თუ სხვა წარმომადგენელი, ძალადობას არ გავუტარებთ
მდინარაძე: პოლიციელი იქნება თუ სხვა წარმომადგენელი, ძალადობას არ გავუტარებთ
Sputnik საქართველო
მდინარაძის თქმით, ძალოვან სისტემაში მყოფი ნებისმიერი პირი, რომელიც კანონს დაარღვევს ან ძალადობას ჩაიდენს, მკაცრად დაისჯება. 14.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-14T12:52+0400
2026-06-14T12:52+0400
2026-06-14T12:52+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291590134_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_e86c9c8affcb7cfd9bd81604b1d956ca.jpg
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. პოლიციელი იქნება თუ რომელიმე უწყების სხვა წარმომადგენელი, ძალადობას და მავნე ქმედებებს, პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას არ გავუტარებთ და არ ვაპატიებთ, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.ასე გამოეხმაურა მდინარაძე ტელეკომპანია TV Pirveli-ის მიერ გავრცელებულ კადრებს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში ჩადენილი ძალადობის შესახებ. ტელეარხის ცნობით, ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი თავად პოლიციელებმა გააკეთეს და ჯგუფურ ჩატში განათავსეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული 2022 წელს მომხდარ ინციდენტს ეხება.მდინარაძის თქმით, ძალოვან სისტემაში მყოფი ნებისმიერი პირი, რომელიც კანონს დაარღვევს ან ძალადობას ჩაიდენს, მკაცრად დაისჯება. შეუძლებელია იმის გარანტია, რომ ხვალ ვინმე დანაშაულს არ ჩაიდენს, თუმცა, რეაგირება იქნება უმკაცრესი, დასძინა მან.როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პოლიციელი იქნება თუ სხვა პირი, ვერავინ შეძლებს საკუთარი დანაშაულის გადაფარვას და სახელმწიფო არ დაუშვებს გმირი პოლიციელების ღირსების შეურაცხყოფასა და მათ წინააღმდეგ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.მისი განმარტებით, რაც შეეხება ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებს, აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება და მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს.მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებული იქნება თითოეული იმ პოლიციელის დაცვა, რომელიც საკუთარ მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებს.საკითხს 12 ივნისს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებამ დაადასტურა, რომ 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამმა თანამშრომელმა ჩაიდინეს გავრცელებულ კადრებში ასახული დანაშაული.შსს-ის ცნობით, აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვალში გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.„ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ინფორმაცია აქვთ ანონსის გამავრცელებელ ჟურნალისტებსაც, თუმცა მათ აღნიშნული ინფორმაცია გადაცემის ანონსში შეგნებულად არ ჩასვეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად",- აღნიშნეს უწყებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291590134_81:0:1220:854_1920x0_80_0_0_033f92790d7bc0a26cd9795a8caaae8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
მდინარაძე: პოლიციელი იქნება თუ სხვა წარმომადგენელი, ძალადობას არ გავუტარებთ
მდინარაძის თქმით, ძალოვან სისტემაში მყოფი ნებისმიერი პირი, რომელიც კანონს დაარღვევს ან ძალადობას ჩაიდენს, მკაცრად დაისჯება.
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. პოლიციელი იქნება თუ რომელიმე უწყების სხვა წარმომადგენელი, ძალადობას და მავნე ქმედებებს, პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას არ გავუტარებთ და არ ვაპატიებთ, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ასე გამოეხმაურა მდინარაძე ტელეკომპანია TV Pirveli-ის მიერ გავრცელებულ კადრებს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში ჩადენილი ძალადობის შესახებ. ტელეარხის ცნობით, ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი თავად პოლიციელებმა გააკეთეს და ჯგუფურ ჩატში განათავსეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული 2022 წელს მომხდარ ინციდენტს ეხება.
მდინარაძის თქმით, ძალოვან სისტემაში მყოფი ნებისმიერი პირი, რომელიც კანონს დაარღვევს ან ძალადობას ჩაიდენს, მკაცრად დაისჯება. შეუძლებელია იმის გარანტია, რომ ხვალ ვინმე დანაშაულს არ ჩაიდენს, თუმცა, რეაგირება იქნება უმკაცრესი, დასძინა მან.
„ხვალაც შეიძლება დანაშაული მოხდეს, 45 ათას ადამიანში ვიღაცამ შეიძლება შეარცხვინოს კვლავ პოლიციელის მუნდირი. ამის გარანტიას ვერავინ ვერავის მისცემს, მათ შორის ვერც მე, მაგრამ იმის გარანტიას ვაძლევთ მოსახლეობას, რომ დაუსჯელი არცერთი არ დარჩება", - განაცხადა მდინარაძემ.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პოლიციელი იქნება თუ სხვა პირი, ვერავინ შეძლებს საკუთარი დანაშაულის გადაფარვას და სახელმწიფო არ დაუშვებს გმირი პოლიციელების ღირსების შეურაცხყოფასა და მათ წინააღმდეგ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.
მისი განმარტებით, რაც შეეხება ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებს, აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება და მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს.
„ფაქტი სახეზეა, 4 წლის წინანდელი საქმე გახსნილია, დასჯილი არიან ადამიანები. ახლა კი ცდილობენ, სისტემურად წარმოაჩინონ ეს ამბავი. ვერც სისტემურობა იქნება, ვერც ძალადობა იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ პრევენციას ყოველთვის მოვახდენთ. ვერავინ გაიტანს თავის დანაშაულს“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებული იქნება თითოეული იმ პოლიციელის დაცვა, რომელიც საკუთარ მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებს.
საკითხს 12 ივნისს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებამ დაადასტურა, რომ 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამმა თანამშრომელმა ჩაიდინეს გავრცელებულ კადრებში ასახული დანაშაული.
შსს-ის ცნობით, აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვალში გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ინფორმაცია აქვთ ანონსის გამავრცელებელ ჟურნალისტებსაც, თუმცა მათ აღნიშნული ინფორმაცია გადაცემის ანონსში შეგნებულად არ ჩასვეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად",- აღნიშნეს უწყებაში.