დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2026
გამოწერა
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ კომპანიაში ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს ასრულებდა. მან დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მისაკუთრების მიზნით სხვადასხვა დროს კომპანიის მიერ გაწეული მომსახურებისათვის მისაღები ანაზღაურება - 120.000 ლარი მომხმარებლებს მის მიერ მიწოდებულ სხვა საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0