https://sputnik-georgia.com/20260605/awarasi-3-kiloze-meti-narkotiki-amoires-dakavebulia-ucxo-qveynis-4-moqalaqe-299010490.html
აჭარაში 3 კგ-ზე მეტი ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე
აჭარაში 3 კგ-ზე მეტი ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 05.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-05T14:16+0400
2026-06-05T14:16+0400
2026-06-05T14:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
აჭარა
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/1f/297888790_0:73:1600:973_1920x0_80_0_0_503c8fe3343910612f52ffa14cab53e5.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულებს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვას, რეალიზაციასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: 3 კილოგრამამდე "მეთადონი", "კოკაინი", "მეფედრონი", "მარიხუანა" და "პრეგაბალინი". ასევე ამოღებულია ერთ-ერთი დაკავებულის მიერ გაყიდული ნარკოტიკი, ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/1f/297888790_103:0:1496:1045_1920x0_80_0_0_7dae22b0bb10640768a5aca7e5dce44a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , აჭარა , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , აჭარა , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
აჭარაში 3 კგ-ზე მეტი ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვას, რეალიზაციასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: 3 კილოგრამამდე "მეთადონი", "კოკაინი", "მეფედრონი", "მარიხუანა" და "პრეგაბალინი".
ასევე ამოღებულია ერთ-ერთი დაკავებულის მიერ გაყიდული ნარკოტიკი, ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.