https://sputnik-georgia.com/20260603/saqartvelo-janmos-agmasrulebeli-sabchos-wevri-gaxda-298970402.html
საქართველო ჯანმოს აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა
საქართველო ჯანმოს აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, აღნიშნულ პლატფორმაზე საქართველოს წარმომადგენლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის საერთაშორისო როლის გასაძლიერებლად. 03.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-03T11:29+0400
2026-06-03T11:29+0400
2026-06-03T11:34+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანმო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1a/251283245_807:172:3028:1421_1920x0_80_0_0_e48194a173262e30ea1b1f34afec49c8.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის 79-ე სესიაზე საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) აღმასრულებელი საბჭოს წევრად სამწლიანი ვადით ოფიციალურად აირჩიეს, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღმასრულებელი საბჭო წარმოადგენს გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელ უმაღლეს მმართველ რგოლს და მასში გაწევრიანება ქვეყანას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, უშუალო მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო მასშტაბით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, საერთაშორისო ჯანდაცვის დღის წესრიგის ფორმირებასა და გლობალური გამოწვევების მართვაში, რაც კიდევ უფრო ზრდის საქართველოს ავტორიტეტსა და გავლენას საერთაშორისო ასპარეზზე.საქართველოს ჯანმოს აღმასრულებელ საბჭოში ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი სასანია წარმოადგენს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა 2025 წლის ნოემბერში კოპენჰაგენში, ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიაზე გამართული ფარული კენჭისყრა, სადაც ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებით, ირაკლი სასანიას კანდიდატურა გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა. კერძოდ, რეგიონულმა კომიტეტმა დახურულ შეხვედრაზე აღმასრულებელი საბჭოს წევრობის 2 (საქართველო და დიდი ბრიტანეთი) და მუდმივი კომიტეტის წევრობის 4 კანდიდატი წარადგინა. ჟენევაში 18-23 მაისს გამართულ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიაზე კი კანდიდატების საბოლოო დამტკიცების პროცედურა წარმატებით დასრულდა და გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 34 წევრისგან შედგება, რომლებსაც სამი წლის ვადით ირჩევენ. საბჭოს ძირითადი ფუნქციებია ჯანდაცვის ასამბლეის გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის განხორციელება, კონსულტაციების გაწევა და გლობალური ჯანდაცვის დღის წესრიგის მართვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1a/251283245_1365:146:3063:1420_1920x0_80_0_0_8d3b79bacb9873d4c1bd5e0e8635293d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანმო , ახალი ამბები
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანმო , ახალი ამბები
საქართველო ჯანმოს აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა
11:29 03.06.2026 (განახლებულია: 11:34 03.06.2026) უწყების ცნობით, აღნიშნულ პლატფორმაზე საქართველოს წარმომადგენლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის საერთაშორისო როლის გასაძლიერებლად.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის 79-ე სესიაზე საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) აღმასრულებელი საბჭოს წევრად სამწლიანი ვადით ოფიციალურად აირჩიეს, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღმასრულებელი საბჭო წარმოადგენს გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელ უმაღლეს მმართველ რგოლს და მასში გაწევრიანება ქვეყანას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, უშუალო მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო მასშტაბით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, საერთაშორისო ჯანდაცვის დღის წესრიგის ფორმირებასა და გლობალური გამოწვევების მართვაში, რაც კიდევ უფრო ზრდის საქართველოს ავტორიტეტსა და გავლენას საერთაშორისო ასპარეზზე.
საქართველოს ჯანმოს აღმასრულებელ საბჭოში ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი სასანია წარმოადგენს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა 2025 წლის ნოემბერში კოპენჰაგენში, ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიაზე გამართული ფარული კენჭისყრა, სადაც ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებით, ირაკლი სასანიას კანდიდატურა გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა. კერძოდ, რეგიონულმა კომიტეტმა დახურულ შეხვედრაზე აღმასრულებელი საბჭოს წევრობის 2 (საქართველო და დიდი ბრიტანეთი) და მუდმივი კომიტეტის წევრობის 4 კანდიდატი წარადგინა.
ჟენევაში 18-23 მაისს გამართულ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიაზე კი კანდიდატების საბოლოო დამტკიცების პროცედურა წარმატებით დასრულდა და გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.
„აღმასრულებელი საბჭო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მმართველი ორგანოა, რომელიც ადგენს დღის წესრიგსა და განსაზღვრავს გლობალური პოლიტიკის ჩამოყალიბების მიმართულებებს, ამდენად, მის მუშაობაში საქართველოს მონაწილეობა ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი აღიარება და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა სასანიამ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 34 წევრისგან შედგება, რომლებსაც სამი წლის ვადით ირჩევენ. საბჭოს ძირითადი ფუნქციებია ჯანდაცვის ასამბლეის გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის განხორციელება, კონსულტაციების გაწევა და გლობალური ჯანდაცვის დღის წესრიგის მართვა.