https://sputnik-georgia.com/20260603/qobuletshi-swisstel-kobuleti-beach-resort-mshenebloba-daiwko-298985906.html
კობახიძე: Swissôtel Kobuleti Beach Resort-ი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აჭარის ეკონომიკაში
კობახიძე: Swissôtel Kobuleti Beach Resort-ი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აჭარის ეკონომიკაში
Sputnik საქართველო
Swissôtel - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შვეიცარიული ბრენდია, რომელიც ვიზიტორებს თანამედროვე სასტუმროების ქსელს სთავაზობს. Swissôtel-ის ბრენდი 1980 წელს... 03.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-03T21:38+0400
2026-06-03T21:38+0400
2026-06-03T21:45+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
აჭარის მთავრობა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/17/295494914_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_593304e5b56093962275ac13de620524.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის პროექტის ოფიციალური წარდგენის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიული ბრენდი აჭარაში მასშტაბურ პროექტს იწყებს- ახალი პრემიუმ კლასის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ქობულეთში აშენდება. პროექტს ქართული დეველოპერული კომპანია „არქი“ (Archi) და საერთაშორისო დეველოპერი NEXT-ი, მსოფლიოში ცნობილ სასტუმრო ბრენდ Swissôtel-თან (Accor-ის ჯგუფი) თანამშრომლობით განახორციელებენ - პროექტის საინვესტიციო მოცულობა 300 მილიონი დოლარია. პროექტი მოიცავს სამ მონუმენტურ შენობას (რომელთაგან ერთ-ერთი 18-სართულიანია). კომპლექსი გააერთიანებს უმაღლესი კლასის სასტუმროს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს.მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მყარად მკვიდრდება საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი.მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი პროექტის მხარდაჭერა, რადგან ახალ საინვესტიციო პროექტებს შემოაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, შედეგად „თვისებრივად უმჯობესდება" რეგიონების ეკონომიკური ლანდშაფტი და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები მოქალაქეებისთვის.Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ხედვასთან, რომელიც აჭარის ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას და და მეტად მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას გულისხმობს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.მისი თქმით, 2025 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდული 4,7 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 7,8 მილიონს გადააჭარბა.„ჩვენ განვაგრძობთ ტურისტული პროდუქტების და ინფრასტრუქტურის, ისევე როგორც საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივა იქნება უმნიშვნელოვანესი და ძალიან დადებითი შედეგების მომტანი მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის, ტურიზმის სექტორისთვის და განსაკუთრებით აჭარის რეგიონისთვის“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.სასტუმროს პროექტის ავტორების განცხადებით, ახალი კომპლექსი ქობულეთის საკურორტო ზონაში უნიკალურ დასასვენებელ სივრცეს შექმნის - პროექტის კონცეფცია ბუნებრივ ლანდშაფტთან ჰარმონიულ თავსებადობას გულისხმობს.Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის პროექტის წარდგენის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა დაესწრნენ.Swissôtel - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შვეიცარიული ბრენდია, რომელიც ვიზიტორებს თანამედროვე სასტუმროების ქსელს სთავაზობს. Swissôtel-ის ბრენდი 1980 წელს დაარსდა და დღეს 20-ზე მეტ ქვეყანაში 40-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/17/295494914_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_5fc4afdb66f8bc075717f8ba10314fd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , აჭარის მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , აჭარის მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
კობახიძე: Swissôtel Kobuleti Beach Resort-ი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აჭარის ეკონომიკაში
21:38 03.06.2026 (განახლებულია: 21:45 03.06.2026) Swissôtel - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შვეიცარიული ბრენდია, რომელიც ვიზიტორებს თანამედროვე სასტუმროების ქსელს სთავაზობს. Swissôtel-ის ბრენდი 1980 წელს დაარსდა და დღეს 20-ზე მეტ ქვეყანაში 40-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის პროექტის ოფიციალური წარდგენის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიული ბრენდი აჭარაში მასშტაბურ პროექტს იწყებს- ახალი პრემიუმ კლასის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ქობულეთში აშენდება. პროექტს ქართული დეველოპერული კომპანია „არქი“ (Archi) და საერთაშორისო დეველოპერი NEXT-ი, მსოფლიოში ცნობილ სასტუმრო ბრენდ Swissôtel-თან (Accor-ის ჯგუფი) თანამშრომლობით განახორციელებენ - პროექტის საინვესტიციო მოცულობა 300 მილიონი დოლარია. პროექტი მოიცავს სამ მონუმენტურ შენობას (რომელთაგან ერთ-ერთი 18-სართულიანია). კომპლექსი გააერთიანებს უმაღლესი კლასის სასტუმროს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მყარად მკვიდრდება საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი.
„დღეს აჭარის სანაპირო ზოლი იქცა ახალი შესაძლებლობების სივრცედ იმ პროექტებისთვის, რომლებიც უმაღლესი კლასის სტუმარმასპინძლობას, დასვენებასა და საინვესტიციო ღირებულებას ერთ კონცეფციაში აერთიანებს. სწორედ ამ სტანდარტს პასუხობს ქობულეთის სანაპიროზე დაგეგმილი ეს პროექტი. მნიშვნელოვანია, რომ იგი ხორციელდება ბათუმიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე, რაც ქობულეთს რეგიონის უმსხვილეს ტურისტულ ეკოსისტემაში აერთიანებს", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი პროექტის მხარდაჭერა, რადგან ახალ საინვესტიციო პროექტებს შემოაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, შედეგად „თვისებრივად უმჯობესდება" რეგიონების ეკონომიკური ლანდშაფტი და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები მოქალაქეებისთვის.
„ჩვენ გამოვირჩევით მაღალი ეკონომიკური ზრდით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა შეადგენდა საშუალოდ 9.3 %-ს და ეს ტენდენცია გრძელდება მიმდინარე წელსაც. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ასეთ პროექტებს და ბიზნეს-სექტორს ასეთი პროექტების განხორციელებაში," - აღნიშნა პრემიერმა.
Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ხედვასთან, რომელიც აჭარის ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას და და მეტად მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას გულისხმობს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, 2025 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდული 4,7 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 7,8 მილიონს გადააჭარბა.
„ჩვენ განვაგრძობთ ტურისტული პროდუქტების და ინფრასტრუქტურის, ისევე როგორც საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივა იქნება უმნიშვნელოვანესი და ძალიან დადებითი შედეგების მომტანი მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის, ტურიზმის სექტორისთვის და განსაკუთრებით აჭარის რეგიონისთვის“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
სასტუმროს პროექტის ავტორების განცხადებით, ახალი კომპლექსი ქობულეთის საკურორტო ზონაში უნიკალურ დასასვენებელ სივრცეს შექმნის - პროექტის კონცეფცია ბუნებრივ ლანდშაფტთან ჰარმონიულ თავსებადობას გულისხმობს.
Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის პროექტის წარდგენის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა დაესწრნენ.
Swissôtel - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შვეიცარიული ბრენდია, რომელიც ვიზიტორებს თანამედროვე სასტუმროების ქსელს სთავაზობს. Swissôtel-ის ბრენდი 1980 წელს დაარსდა და დღეს 20-ზე მეტ ქვეყანაში 40-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს.