მთავრობა: საქართველო ახლო მეზობლებთან ურთიერთობებში ბალანსს ინარჩუნებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაციის შენობა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2026
გამოწერა
დოკუმენტის თანახმად, დაბალანსებული ურთიერთობების მიზანი რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებაა.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველო აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან ურთიერთობებში დაბალანსებული პოლიტიკის ერთგული რჩება, ნათქვამია მთავრობის ანგარიშში, რომელიც ასახავს 2025 წლის 1-ელი ივნისიდან 2026 წლის 1-ელ ივნისამდე გაწეულ მუშაობას.
ანგარიში უკვე წარდგენილია საქართველოს პარლამენტში და მისი განხილვა ივნისის ბოლოს გაიმართება.
დოკუმენტის თანახმად, დაბალანსებული ურთიერთობების მიზანი რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებაა.
„საქართველოს თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. თურქეთთან და აზერბაიჯანთან თანამშრომლობა კიდევ უფრო ძლიერდება სტრატეგიული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტებით“, — ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან და საქართველო სამივე ქვეყანასთან სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის განვითარებას აგრძელებს.
ურთიერთობების განვითარების მაგალითად ანგარიშში მოყვანილია სომხეთთან არალეგალების რეადმისიის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთების გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიის გავლით.
საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში — ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და „სამხრეთის გაზის დერეფანი".
რაც შეეხება სომხეთს, 2024 წელს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება. ქვეყნებს შორის გამარტივებულია საზღვრის კვეთა, ასევე მტკიცდება ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით.
ყველა ახალი ამბავი
0