https://sputnik-georgia.com/20260602/kobaxidze-baqo-tbilisi-karsis-rkinigzaze-298961951.html
ისტორიული პროექტი: პრემიერი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობაზე
ისტორიული პროექტი: პრემიერი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობაზე
Sputnik საქართველო
პროექტის მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება ჩინეთსა და ევროპას შორის მზარდი ტვირთნაკადებისა და „შუა დერეფნის" მიმართ გაზრდილი საერთაშორისო ინტერესის ფონზე. 02.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-02T19:00+0400
2026-06-02T19:00+0400
2026-06-02T19:00+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
თურქეთი
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/17/295494914_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_593304e5b56093962275ac13de620524.jpg
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.დღეს, 2 ივნისს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად ამოქმედდა - მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნის ცერემონია ახალქალაქის რკინიგზისა და ლოგისტიკის კომპლექსში გაიმართა.მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის საერთო სიგრძე 180 კილომეტრია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კილომეტრს, აშენდა 27 კილომეტრის სიგრძის სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე სარკინიგზო მაგისტრალი.კობახიძის თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, რომელიც 2017 წლიდან დღემდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა, საპილოტე რეჟიმში გადაიზიდა 1,8 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი, მათ შორის 90 ათასამდე კონტეინერი.მისი თქმით, პროექტის სრულად ამოქმედებით სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო აძლიერებს „შუა დერეფნის" კონკურენტუნარიანობას.„პროექტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს გლობალური გამოწვევებისა და კრიზისების ფონზე, როდესაც საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაცია და უსაფრთხო სატრანსპორტო ქსელები ეკონომიკური განვითარების უმთავრესი წინაპირობებია", - განაცხადა პრემიერმა.ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულკადირ ორალოღლუმ. გარდა ამისა, ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ხუდატიანი, ასევე სტუმრები უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან.აღნიშნული სარკინიგზო მონაკვეთის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა შესაძლებელი გახდა 18 მაისს, ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილისა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევის მიერ ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლზე ხელმოწერით შედეგად, რომელიც ითვალისწინებს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის სრულ ექსპლუატაციაში გაშვებას. აღნიშნულ სტრატეგიულ ინიციატივას საფუძველი 2007 წელს ჩაეყარა საფუძველი.ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის სარკინიგზო ქსელებს და აყალიბებს ერთიან სატრანსპორტო დერეფანს ევროპასა და აზიას შორის.ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აშენდა 2007 წელს ხელმოწერილი აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე. პროექტის რეალიზაცია 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.2020 წლის იანვარში, აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, უზბეკეთიდან ევროპაში საქართველოს გავლით სატვირთო გადაზიდვები დაიწყო.ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის ხაზის სრულად ამოქმედების შემდეგ, ევროპასა და აზიას შორის ახალი დამაკავშირებელი სარკინიგზო მარშრუტი შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პოტენციალის გაზრდას.მოსალოდნელია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, ამ მაგისტრალზე წლიური ტვირთბრუნვა 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, ხოლო მომავალში ეს მაჩვენებელი 15 მილიონ ტონას მიაღწევს.ეს პროექტი, რომელიც სამი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი) ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება, მიზნად ისახავს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად გარდაქმნას, რომელიც „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მსოფლიოს 100 საუკეთესო პროექტს შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ერთ-ერთ გლობალურ სტრატეგიულ პროექტადაა აღიარებული.
საქართველო
აზერბაიჯანი
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/17/295494914_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_5fc4afdb66f8bc075717f8ba10314fd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, თურქეთი , საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, თურქეთი , საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ისტორიული პროექტი: პრემიერი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობაზე
პროექტის მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება ჩინეთსა და ევროპას შორის მზარდი ტვირთნაკადებისა და „შუა დერეფნის" მიმართ გაზრდილი საერთაშორისო ინტერესის ფონზე.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
დღეს, 2 ივნისს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად ამოქმედდა - მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნის ცერემონია ახალქალაქის რკინიგზისა და ლოგისტიკის კომპლექსში გაიმართა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს მონაწილეობას ვიღებ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში. ეს ისტორიული მნიშვნელობის პროექტია. ეს არის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და სამაგალითო თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი“, - განაცხადა კობახიძემ.
მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის საერთო სიგრძე 180 კილომეტრია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კილომეტრს, აშენდა 27 კილომეტრის სიგრძის სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე სარკინიგზო მაგისტრალი.
კობახიძის თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, რომელიც 2017 წლიდან დღემდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა, საპილოტე რეჟიმში გადაიზიდა 1,8 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი, მათ შორის 90 ათასამდე კონტეინერი.
„ამ პერიოდის განმავლობაში მკაფიოდ გამოიკვეთა სატვირთო გადაზიდვების მზარდი დინამიკა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკურ და ლოგისტიკურ მნიშვნელობას. ეს სარკინიგზო ხაზი „შუა დერეფნის" განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება", - აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, პროექტის სრულად ამოქმედებით სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო აძლიერებს „შუა დერეფნის" კონკურენტუნარიანობას.
„პროექტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს გლობალური გამოწვევებისა და კრიზისების ფონზე, როდესაც საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაცია და უსაფრთხო სატრანსპორტო ქსელები ეკონომიკური განვითარების უმთავრესი წინაპირობებია", - განაცხადა პრემიერმა.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულკადირ ორალოღლუმ.
გარდა ამისა, ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ხუდატიანი, ასევე სტუმრები უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან.
აღნიშნული სარკინიგზო მონაკვეთის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა შესაძლებელი გახდა 18 მაისს, ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილისა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევის მიერ ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლზე ხელმოწერით შედეგად, რომელიც ითვალისწინებს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის სრულ ექსპლუატაციაში გაშვებას. აღნიშნულ სტრატეგიულ ინიციატივას საფუძველი 2007 წელს ჩაეყარა საფუძველი.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის სარკინიგზო ქსელებს და აყალიბებს ერთიან სატრანსპორტო დერეფანს ევროპასა და აზიას შორის.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აშენდა 2007 წელს ხელმოწერილი აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე. პროექტის რეალიზაცია 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.
2020 წლის იანვარში, აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, უზბეკეთიდან ევროპაში საქართველოს გავლით სატვირთო გადაზიდვები დაიწყო.
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის ხაზის სრულად ამოქმედების შემდეგ, ევროპასა და აზიას შორის ახალი დამაკავშირებელი სარკინიგზო მარშრუტი შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პოტენციალის გაზრდას.
მოსალოდნელია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, ამ მაგისტრალზე წლიური ტვირთბრუნვა 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, ხოლო მომავალში ეს მაჩვენებელი 15 მილიონ ტონას მიაღწევს.
ეს პროექტი, რომელიც სამი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი) ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება, მიზნად ისახავს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად გარდაქმნას, რომელიც „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მსოფლიოს 100 საუკეთესო პროექტს შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ერთ-ერთ გლობალურ სტრატეგიულ პროექტადაა აღიარებული.