https://sputnik-georgia.com/20260530/profesia-atestattan-ertad-siaxle-saqartvelos-skolebsi-298919047.html
პროფესია ატესტატთან ერთად - სიახლე საქართველოს სკოლებში
პროფესია ატესტატთან ერთად - სიახლე საქართველოს სკოლებში
Sputnik საქართველო
მიღებული კვალიფიკაციის საფუძველზე, ახალგაზრდებს შრომის ბაზარზე ინტეგრაციის შესაძლებლობა მიეცემათ. 30.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-30T10:57+0400
2026-05-30T10:57+0400
2026-05-30T10:57+0400
საქართველო
ახალი ამბები
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663188_0:317:2992:2000_1920x0_80_0_0_2264b8c406135f0facbc96486e6598fc.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ინტეგრირებული პროფესიული განათლების საპილოტე პროგრამის მქონე სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეები ატესტატთან ერთად ასევე მიიღებენ კონკრეტული პროფესიის დამადასტურებელ სერტიფიკატს, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ.ინტეგრირებული პროფესიული განათლების პროგრამა 2024 წელს 20 საპილოტე სკოლაში ამოქმედდა, 2025 წელს კი მათ კიდევ 66 სკოლა შეუერთდა. ამ სკოლებში დაინერგა ინტეგრირებული პროგრამა, რომელიც საშუალო სკოლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ძირითადი საგნები პროფესიული სწავლების პროგრამასთან გააერთიანონ. ორი წლის განმავლობაში მოსწავლეები წარმოდგენილ პროფესიებს დაეუფლნენ.როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, მიღებული კვალიფიკაციის საფუძველზე, ახალგაზრდებს შრომის ბაზარზე ინტეგრაციის შესაძლებლობა მიეცემათ.„მათ უკვე ამ კვალიფიკაციის დადასტურების საფუძველზე, როგორც კი მიიღებენ შესაბამის დიპლომს, უკვე თავისუფლად შეეძლებათ, რომ ინდივიდუალურ მეწარმეებად ან დაქირავებულ თანამშრომლად დაიწყონ სხვადასხვა საწარმოებში მუშაობა", - აღნიშნა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას.ბოლო წლებში საქართველოს მთავრობა აქტიურად ახორციელებს რეფორმებს პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც საქართველოში სრულიად უფასოა. 2026 წელს უნივერსიტეტში ჩაბარებისას აბიტურიენტებს შეუძლიათ კოლეჯის არჩევა და იქ სწავლის გაგრძელება იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტში ვერ მოხვდებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663188_207:0:2874:2000_1920x0_80_0_0_16b12c0c111c9cb6c9f8668d323559f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საქართველოს მთავრობა , საზოგადოება
საქართველო, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საქართველოს მთავრობა , საზოგადოება
პროფესია ატესტატთან ერთად - სიახლე საქართველოს სკოლებში
მიღებული კვალიფიკაციის საფუძველზე, ახალგაზრდებს შრომის ბაზარზე ინტეგრაციის შესაძლებლობა მიეცემათ.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ინტეგრირებული პროფესიული განათლების საპილოტე პროგრამის მქონე სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეები ატესტატთან ერთად ასევე მიიღებენ კონკრეტული პროფესიის დამადასტურებელ სერტიფიკატს, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ.
ინტეგრირებული პროფესიული განათლების პროგრამა 2024 წელს 20 საპილოტე სკოლაში ამოქმედდა, 2025 წელს კი მათ კიდევ 66 სკოლა შეუერთდა. ამ სკოლებში დაინერგა ინტეგრირებული პროგრამა, რომელიც საშუალო სკოლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ძირითადი საგნები პროფესიული სწავლების პროგრამასთან გააერთიანონ. ორი წლის განმავლობაში მოსწავლეები წარმოდგენილ პროფესიებს დაეუფლნენ.
„სულ რამდენიმე კვირაში ჩვენ მე-12 კლასელებს, სკოლის დამთავრების ატესტატთან ერთად, კონკრეტული პროფესიის დამადასტურებელ სერტიფიკატს გადავცემთ. 80-ზე მეტი სკოლაა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ჩართულია ამ პროცესში, და ასობით ახალგაზრდა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, მიღებული კვალიფიკაციის საფუძველზე, ახალგაზრდებს შრომის ბაზარზე ინტეგრაციის შესაძლებლობა მიეცემათ.
„მათ უკვე ამ კვალიფიკაციის დადასტურების საფუძველზე, როგორც კი მიიღებენ შესაბამის დიპლომს, უკვე თავისუფლად შეეძლებათ, რომ ინდივიდუალურ მეწარმეებად ან დაქირავებულ თანამშრომლად დაიწყონ სხვადასხვა საწარმოებში მუშაობა", - აღნიშნა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას.
ბოლო წლებში საქართველოს მთავრობა აქტიურად ახორციელებს რეფორმებს პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც საქართველოში სრულიად უფასოა. 2026 წელს უნივერსიტეტში ჩაბარებისას აბიტურიენტებს შეუძლიათ კოლეჯის არჩევა და იქ სწავლის გაგრძელება იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტში ვერ მოხვდებიან.