თბილისში ორი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

© photo: Sputnik / Stringerდანა
დანა - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2026
გამოწერა
დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით ორ პირს ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მამაკაცები სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0