რა განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის ახალ ელჩთან

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაქართველოს და თურქეთის დროშები
საქართველოს და თურქეთის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2026
გამოწერა
შეხვედრისას ხაზი გაესვა საერთო რეგიონულ ინტერესებზე დაფუძნებულ ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორობას ორ ქვეყანას შორის, იუწყება ნთავრობის ადმინიტრაცია.
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა, იუწყება მთავრობის ადმინიტრაციის პრეს-სამსახური.
მთავრობის მეთაურმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საერთო რეგიონულ ინტერესებზე დაფუძნებულ ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორობას ორ ქვეყანას შორის. ყურადღება დაეთმო ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.
მხარეებმა განიხილეს შუა დერეფნის განვითარების შესაძლებლობები და ერთობლივი რეგიონული პროექტები. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
საქართველო და თურქეთი
საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყბნებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონალური უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.
ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში - ესაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი.
თურქეთი საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. 2026 წლის იანვარ-აპრილში ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვამ 1 095 347.3 ათასი დოლარი შეადგინა,
ყველა ახალი ამბავი
0