https://sputnik-georgia.com/20260528/gorsi-moqalaqeze-zaladobis-faqtze-prokuraturam-6-policieli-daakava-298890946.html
გორში მოქალაქეზე ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ 6 პოლიციელი დააკავა
გორში მოქალაქეზე ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ 6 პოლიციელი დააკავა
Sputnik საქართველო
მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, უწყება საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. 28.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-28T12:58+0400
2026-05-28T12:58+0400
2026-05-28T12:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
გორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/77/235827717_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_344eaf1ea90ca9cbe212baa8e1f2cd26.jpg
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გუშინ სოციალურ ქსელში სამართალდამცველების მიერ დაკავებული პირის ცემის ამსახველი კადრები გავრცელდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ ავტომობილის გაჩერება სცადა, რომელშიც ბანკის თანამშრომელი და მისი მეგობარი იმყოფებოდნენ. სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. "2026 წლის 27 მაისს გორში ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბრალდებულები 28 მაისს დააკავეს. მათ ბრალდება კანონით განსაზღვრულ ვადაში, სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის ინფორმაციით, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, უწყება საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
საქართველო
გორი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/77/235827717_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_55870c7b298996311ee0894e566cace7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, გორი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, გორი
გორში მოქალაქეზე ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ 6 პოლიციელი დააკავა
მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, უწყება საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ სოციალურ ქსელში სამართალდამცველების მიერ დაკავებული პირის ცემის ამსახველი კადრები გავრცელდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ ავტომობილის გაჩერება სცადა, რომელშიც ბანკის თანამშრომელი და მისი მეგობარი იმყოფებოდნენ. სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
"2026 წლის 27 მაისს გორში ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულები 28 მაისს დააკავეს. მათ ბრალდება კანონით განსაზღვრულ ვადაში, სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ინფორმაციით, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, უწყება საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.