https://sputnik-georgia.com/20260527/rionis-agkvetili-iqmneba-298859409.html
საქართველოში ახალი დაცული ტერიტორია - რიონის აღკვეთილი იქმნება
საქართველოში ახალი დაცული ტერიტორია - რიონის აღკვეთილი იქმნება
Sputnik საქართველო
დღეს საქართველოში 100 დაცული ტერიტორიაა, საერთო ფართობით 929 996 ჰა-მდე, რაც ქვეყნის ტერიტორიის 13.34%-ს შეადგენს. 27.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-27T10:56+0400
2026-05-27T10:56+0400
2026-05-27T10:56+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
დაცული ტერიტორიების სააგენტო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/12/279652779_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_696817d4bacf578e8abe0608f65b4fd9.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. სამტრედიის მუნიციპალიტეტში ახალი დაცული ტერიტორია - რიონის აღკვეთილი შეიქმნება, შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა. „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს უნიკალური ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების დაცვას.რიონის აღკვეთილის შექმნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იგეგმება და მისი ფართობი 554 ჰექტარით განისაზღვრება.მდინარე რიონი მსოფლიოში ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან მდინარეთაგანია, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია გადაშენების პირას მყოფი ზუთხისებრთა სახეობების ბუნებრივი საქვირითო ადგილები.ამავე საკანონმდებლო პაკეტით ახლებურად დარეგულირდება გემების მოძრაობა კოლხეთის ეროვნული პარკის აკვატორიაში. კერძოდ, კოლხეთის ეროვნული პარკის საქართველოს ტერიტორიული ზღვის აკვატორიაში დაშვებული იქნება კვლევების ჩატარების მიზნით თხევად საწვავზე მომუშავე წყალმცურავისაშუალებებით გადაადგილება.ასევე, შეიქმნება კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება 500 ტონამდე ტვირთამწეობის თევზსაჭერი წყალმცურავი საშუალების გადაადგილება არანაკლებ ოთხი და არაუმეტეს ცხრა კვანძი სიჩქარით.საქართველოს დაცული ტერიტორიების ისტორია 1912 წლიდან იწყება. საქართველოში პირველი დაცული ტერიტორია ლაგოდეხის ნაკრძალი იყო, რომლის ფართობი მხოლოდ 3 500 ჰა-ს შეადგენდა. დღეს საქართველოში 100 დაცული ტერიტორიაა, საერთო ფართობით 929 996 ჰა-მდე, რაც ქვეყნის ტერიტორიის 13.34%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/12/279652779_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_132ee225a458dcd592ad5153a9133952.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველოში ახალი დაცული ტერიტორია - რიონის აღკვეთილი იქმნება
დღეს საქართველოში 100 დაცული ტერიტორიაა, საერთო ფართობით 929 996 ჰა-მდე, რაც ქვეყნის ტერიტორიის 13.34%-ს შეადგენს.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. სამტრედიის მუნიციპალიტეტში ახალი დაცული ტერიტორია - რიონის აღკვეთილი შეიქმნება, შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა.
„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს უნიკალური ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების დაცვას.
რიონის აღკვეთილის შექმნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იგეგმება და მისი ფართობი 554 ჰექტარით განისაზღვრება.
მდინარე რიონი მსოფლიოში ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან მდინარეთაგანია, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია გადაშენების პირას მყოფი ზუთხისებრთა სახეობების ბუნებრივი საქვირითო ადგილები.
პროექტის თანახმად, სამტრედიის მუნიციპალიტეტში რიონის აღკვეთილი შეიქმნება - აღკვეთილის ტერიტორია მდინარე რიონის იმ მონაკვეთს მოიცავს, სადაც ზუთხისებრთა ქვირითობა ხდება. შესაბამისად, რიონის აღკვეთილის შექმნა ზუთხისებრთა პოპულაციის დაცვის და აღდგენის შესაძლებლობას გაზრდის.
ამავე საკანონმდებლო პაკეტით ახლებურად დარეგულირდება გემების მოძრაობა კოლხეთის ეროვნული პარკის აკვატორიაში. კერძოდ, კოლხეთის ეროვნული პარკის საქართველოს ტერიტორიული ზღვის აკვატორიაში დაშვებული იქნება კვლევების ჩატარების მიზნით თხევად საწვავზე მომუშავე წყალმცურავი
საშუალებებით გადაადგილება.
ასევე, შეიქმნება კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება 500 ტონამდე ტვირთამწეობის თევზსაჭერი წყალმცურავი საშუალების გადაადგილება არანაკლებ ოთხი და არაუმეტეს ცხრა კვანძი სიჩქარით.
საქართველოს დაცული ტერიტორიების ისტორია 1912 წლიდან იწყება. საქართველოში პირველი დაცული ტერიტორია ლაგოდეხის ნაკრძალი იყო, რომლის ფართობი მხოლოდ 3 500 ჰა-ს შეადგენდა. დღეს საქართველოში 100 დაცული ტერიტორიაა, საერთო ფართობით 929 996 ჰა-მდე, რაც ქვეყნის ტერიტორიის 13.34%-ს შეადგენს.