საქართველო-თურქეთის საზღვარზე მიგრანტი უკანონოდ გადაჰყავდათ: დაკავებულია ორი პირი

© photo : courtesy of MIA Border Police of Georgiaსაქართველოს მესაზღვრეები
საქართველოს მესაზღვრეები - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2026
გამოწერა
დაკავებულები არიან სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და სამალავში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთი ბრალდებული გარკვეული თანხის სანაცვლოდ სარფის საბაჟო გამტარ პუნქტზე გვერდის ავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით აპირებდა მიგრანტების გადაყვანას თურქეთის რესპუბლიკაში.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებები განახორციელეს და დანაშაულებრივი განზრახვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი გააკეთეს.
სამართალდამცველებმა სარფის გამშვებ პუნქტზე შეჩერებულ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილ სამალავში უცხო ქვეყნის მოქალაქე აღმოაჩინეს, რომელიც თურქეთში უკანონოდ გადასვლას ცდილობდა. სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და სამალავში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში გადაცემული ფულადი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 18-344- ე და 18-344-ე მუხლებით ქვეპუნქტებით, სახელმწიფო საზღვარზე ორი ან მეტი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების და ჯფუფურად უკანონოდ გადაკვეთის მომზადების ფაქტზე.
ყველა ახალი ამბავი
0