https://sputnik-georgia.com/20260519/zaarbriukeni-tbilistan-opicialur-kavshirs-ckevts-298714459.html
51-წლიანი პარტნიორობის შემდეგ ზაარბრიუკენი თბილისთან ოფიციალურ კავშირს წყვეტს
51-წლიანი პარტნიორობის შემდეგ ზაარბრიუკენი თბილისთან ოფიციალურ კავშირს წყვეტს
Sputnik საქართველო
ორ ქალაქს შორის პარტნიორობა 1975 წელს გაფორმდა და ის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ საერთაშორისო მუნიციპალურ თანამშრომლობად მიიჩნეოდა. 19.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-19T15:00+0400
2026-05-19T15:00+0400
2026-05-19T15:00+0400
საქართველო
გერმანია
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259916424_471:199:3004:1624_1920x0_80_0_0_34c7a19add075ae9944b887d9bb84dc6.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. 51-წლიანი პარტნიორობის შემდეგ, გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი საქართველოს დედაქალაქ თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის გაწყვეტას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Saarbrücker Zeitung ავრცელებს.თბილისსა და ზაარბრიუკენს შორის საქალაქო პარტნიორობა 1975 წელს გაფორმდა და პირველი დაძმობილებული ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ საერთაშორისო მუნიციპალურ თანამშრომლობად მიიჩნეოდა. ქალაქებს შორის მეგობრობის ნიშნად თბილისის ცენტრში ერთ-ერთ მოედანსა და ხიდს „ზაარბრიუკენის“ სახელი ჰქვია.გერმანული მხარის განცხადებით, არსებული გარემოებების ფონზე, ქალაქი იძულებულია ოფიციალური თანამშრომლობა დროებით შეაჩეროს. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე. ზაარბრიუკენამდე, საფრანგეთის ქალაქმა ნანტმა, რომელიც 1979 წლიდან იყო დაძმობილებული თბილისთან, 2025 წლის ივნისში საქართველოს დედაქალაქთან პარტნიორობა შეწყვიტა. მიზეზებს შორის დასახელდა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება, დემოკრატიული პროცესების გაუარესება, ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების დევნა და საპროტესტო აქციების მონაწილეებზე ძალადობა დასახელდა.ამ ეტაპზე თბილისთან დაძმობილებული ქალაქების ჩამონათვალი ასეთია: ზაარბრიუკენი / გერმანია (1975), ლიუბლიანა სლოვენია (1977), ინსბრუკი / ავსტრია (1982), პალერმო / იტალია (1987), ატლანტა / აშშ (1987), ბრისტოლი / გაერთიანებული სამეფო (1988), ბილბაო / ესპანეთი (1989), ერევანი / სომხეთი (1996), კიევი / უკრაინა (1999) ასტანა / ყაზახეთი (2005), ვილნიუსი / ლიეტუვა (2009), კიშინიოვი / მოლდოვა (2011), კაირო / ეგვიპტე (2012), დოჰა /კატარი (2012), თეირანი / ირანი (2015), მინსკი / ბელარუსი (2015), სტამბოლი /თურქეთი (2016), სოფია / ბულგარეთი (2016), ბაქო / აზერბაიჯანი (2021), ბუქარესტი / რუმინეთი (2022). დაძმობილების/პარტნიორობის ხელშეკრულებით ქალაქები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ, ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, საერთო პროექტებსა და პროგრამებს განახორციელებენ, ასევე საერთო შეხვედრებსა და ღონისძიებებს გამართავენ გარკვეულ, ხელშეკრულებით გაწერილ სფეროებში, გაცვლიან დელეგაციებს ამ თანამშრომლობის ფარგლებში და, ზოგ შემთხვევაში, საერთაშორისო ასპარეზზე მხარს დაუჭერენ ერთმანეთს. დაძმობილების ხელშეკრულება ფორმდება უვადოდ, ერთი ქვეყნის მხოლოდ ერთ ქალაქთან. საქართველო და გერმანია ბოლო პერიოდში საქართველო-გერმანიის ურთიერთობები საგრძნობლად დაიძაბა. საქართველოს ხელისუფლებამ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, არაერთხელ დაადანაშაულა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის მხარდაჭერასა და წახალისებაში. ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება. გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს. 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან. გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა. 2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა. 2025 წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259916424_812:107:2902:1675_1920x0_80_0_0_8ff94e5f821a84cee2fef3fd53d1ba7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გერმანია , თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, გერმანია , თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები
51-წლიანი პარტნიორობის შემდეგ ზაარბრიუკენი თბილისთან ოფიციალურ კავშირს წყვეტს
ორ ქალაქს შორის პარტნიორობა 1975 წელს გაფორმდა და ის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ საერთაშორისო მუნიციპალურ თანამშრომლობად მიიჩნეოდა.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. 51-წლიანი პარტნიორობის შემდეგ, გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი საქართველოს დედაქალაქ თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის გაწყვეტას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Saarbrücker Zeitung ავრცელებს.
თბილისსა და ზაარბრიუკენს შორის საქალაქო პარტნიორობა 1975 წელს გაფორმდა და პირველი დაძმობილებული ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ საერთაშორისო მუნიციპალურ თანამშრომლობად მიიჩნეოდა. ქალაქებს შორის მეგობრობის ნიშნად თბილისის ცენტრში ერთ-ერთ მოედანსა და ხიდს „ზაარბრიუკენის“ სახელი ჰქვია.
„51 წლის შემდეგ ორ ქალაქს შორის მეგობრობა ისტორიულ მინიმუმზეა და სერიოზული გამოცდის წინაშე დგას. ამ სამშაბათს ზაარბრიუკენის საკრებულოს წინაშე წარდგენილია მერის, უვე კონრადტის ბიუროს დადგენილების პროექტი. ის რეკომენდაციას იძლევა, „შემდგომ გადაწყვეტილებამდე შეჩერდეს ყველა კონტაქტი ქალაქ თბილისთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გერმანული მხარის განცხადებით, არსებული გარემოებების ფონზე, ქალაქი იძულებულია ოფიციალური თანამშრომლობა დროებით შეაჩეროს.
აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე.
„ეგ მათი უფლებაა, როგორც უნდათ ისე მოიქცნენ. მე 2017 წლიდან ქალაქის მერი ვარ, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. ერთხელ იყო ჩამოსული დელეგაცია „თბილისობაზე“, - განაცხადა კალაძემ.
ზაარბრიუკენამდე, საფრანგეთის ქალაქმა ნანტმა, რომელიც 1979 წლიდან იყო დაძმობილებული თბილისთან, 2025 წლის ივნისში საქართველოს დედაქალაქთან პარტნიორობა შეწყვიტა. მიზეზებს შორის დასახელდა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება, დემოკრატიული პროცესების გაუარესება, ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების დევნა და საპროტესტო აქციების მონაწილეებზე ძალადობა დასახელდა.
ამ ეტაპზე თბილისთან დაძმობილებული ქალაქების ჩამონათვალი ასეთია: ზაარბრიუკენი / გერმანია (1975), ლიუბლიანა სლოვენია (1977), ინსბრუკი / ავსტრია (1982), პალერმო / იტალია (1987), ატლანტა / აშშ (1987), ბრისტოლი / გაერთიანებული სამეფო (1988), ბილბაო / ესპანეთი (1989), ერევანი / სომხეთი (1996), კიევი / უკრაინა (1999) ასტანა / ყაზახეთი (2005), ვილნიუსი / ლიეტუვა (2009), კიშინიოვი / მოლდოვა (2011), კაირო / ეგვიპტე (2012), დოჰა /კატარი (2012), თეირანი / ირანი (2015), მინსკი / ბელარუსი (2015), სტამბოლი /თურქეთი (2016), სოფია / ბულგარეთი (2016), ბაქო / აზერბაიჯანი (2021), ბუქარესტი / რუმინეთი (2022).
დაძმობილების/პარტნიორობის ხელშეკრულებით ქალაქები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ, ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, საერთო პროექტებსა და პროგრამებს განახორციელებენ, ასევე საერთო შეხვედრებსა და ღონისძიებებს გამართავენ გარკვეულ, ხელშეკრულებით გაწერილ სფეროებში, გაცვლიან დელეგაციებს ამ თანამშრომლობის ფარგლებში და, ზოგ შემთხვევაში, საერთაშორისო ასპარეზზე მხარს დაუჭერენ ერთმანეთს.
დაძმობილების ხელშეკრულება ფორმდება უვადოდ, ერთი ქვეყნის მხოლოდ ერთ ქალაქთან.
ბოლო პერიოდში საქართველო-გერმანიის ურთიერთობები საგრძნობლად დაიძაბა. საქართველოს ხელისუფლებამ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, არაერთხელ დაადანაშაულა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის მხარდაჭერასა და წახალისებაში.
ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.
გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.
2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.
2025 წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".