ცივი იარაღის ტარება აკრძალულია: რამდენი ადამიანი დაჯარიმდა

© photo: Sputnik / Stringerდანა
დანა - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2026
გამოწერა
დაჯარიმებულთა ძირითადი ასაკი 18-დან 40 წლამდეა. აღნიშნულ პერიოდში დანის ტარებისთვის 16 არასრულწლოვანი დაჯარიმდა.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. პოლიციამ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 20 აპრილამდე პერიოდში ცივი იარაღის ტარების ფაქტზე 2,7 ათასი პირი დააჯარიმა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საუბარია ცივი იარაღის ტარებაზე სხეულზე ან ხელში. ჯარიმა ასევე მოქმედებს დანის ტარებისთვის, რომელიც აუცილებელია პირადი ჰიგიენის, საჭმლის მომზადების, ნადირობის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, ან როგორც ეროვნული კოსტიუმის ნაწილი, თუ ეს „არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დარღვევის საფრთხეს ქმნის".
ჯარიმა 500 ლარია. ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებითი დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.
საანგარიშო პერიოდში დანის ტარების ფაქტზე ყევლაზე მეტი ჯარიმა გამოიწერა თბილისში (1,6 ათასი), შემდეგ მოდის აჭარა (218) და მცხეთა-მთიანეთი (221).
დაჯარიმებულთა ძირითადი ასაკი 18-დან 40 წლამდეა. აღნიშნულ პერიოდში დანის ტარებისთვის 16 არასრულწლოვანი დაჯარიმდა.
საქართველოში ცივი იარაღის შეძენა შეუძლიათ მხოლოდ სრულწლოვან პირებს, რომლებმაც შეძენის დროს უნდა წარადგინონ პასპორტი და ცნობა ნასამართლეობის არარსებობის შესახებ. პირი, რომელიც ასეთ იარაღს შეიძენს, ავტომატურად ხვდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში.
ამასთან, შესაძლებელია მხოლოდ იმ ტიპის ცივი იარაღის შეძენა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს შეესაბამება.
ყველა ახალი ამბავი
0