https://sputnik-georgia.com/20260519/premieri-ngo-dapinansebis-mizani-sizulvilis-gagviveba-iko-298713382.html
პრემიერი: NGO-ების დაფინანსების ერთ-ერთი მიზანი იყო სიძულვილის გაღვივება საზოგადოებაში
პრემიერი: NGO-ების დაფინანსების ერთ-ერთი მიზანი იყო სიძულვილის გაღვივება საზოგადოებაში
Sputnik საქართველო
ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიებისა და აქტივისტების ნაწილი არაერთხელ დაადანაშაულა „სიძულვილის ქსელის“ შექმნაში. 19.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-19T13:28+0400
2026-05-19T13:28+0400
2026-05-19T13:28+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/08/298005202_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_349fb46547ffdfdcc05959ee588efc2f.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO) დაფინანსების ერთ-ერთი გამოკვეთილი მიზანი იყო საზოგადოებაში ინსტიტუციების მიმართ სიძულვილის გაღვივება, რასაც უნდა დავუპირისპიროთ სამართლებრივი მექანიზმები, ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას სიძულვილის ენის მონიტორინგის მიზნით სპეციალური სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით. გუშინ ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ შსს-ში უმოკლეს ვადაში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნა მდინარაძის ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა სახელმწიფო მინისტრის რანგში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი მოვლენა. ყველა ქვეყანაში, სადაც ცდილობენ ჩაერიონ ადგილობრივ პროცესებში, ყველგან სიძულვილის გაღვივების ერთი ხელწერით დანერგილი მცდელობებია. „ბუნებრივია, ჩვენ დიდ ყურადღებას მივაქცევთ ამ სამმართველოს შესაბამისი დანაყოფის ეფექტიან მუშაობას. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ გარედან არავინ მოგვახვიოს თავს სიძულვილი. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, ძალიან მკვეთრი დაპირისპირება და ზუსტად ამას უკავშირდება ის ინიციატივა, რომელიც გახმოვანდა,“- განაცხადა კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, შსს-ს შესაბამის ქვედანაყოფს შეეძლება, თავად შეაგროვოს ინფორმაცია სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით, ან საჯარო ინფორმაციის საფუძველზე წამოიწყოს კონკრეტული საქმეები. როგორც გუშინ მდინარაძემ განმარტა, ინიციატივაში იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს. აღნიშნული სამმართველო იმოქმედებს პროაქტიულ რეჟიმში და რეაგირება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე. უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგის მომზადებას, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, თავად გადააგზავნის მასალებს სასამართლოში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ან პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოხელის, საჯარო მოხელესთან გათანაბრებული პირის და/ან მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუქარა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან შესრულებასთან დაკავშირებით ან მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 12 წლამდე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ გინება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეურაცხმყოფელი ქცევა ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედება ან იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პირთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან, ისჯება ჯარიმით 1,5-დან 4 ათას ლარამდე ან პატიმრობით 45 დღემდე ვადით. საქართველოს ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და არასამოთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. მმართველმა პარტიამ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიებისა და აქტივისტების ნაწილი არაერთხელ დაადანაშაულა „სიძულვილის ქსელის“ შექმნაში, სადაც თითოეული წევრს კონფლიქტის გაღვივებასა და საზოგადოების პოლარიზებაში საკუთარი წვლილი შეაქვს. გარდა ამისა, ხელისუფლება არაერთ მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას აბრალებს უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებას და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებას. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ასევე არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) და დემოკრატიის ევროპული ფონდის (EED) მიერ გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე მიდიოდა. ამის თავიდან ასაცილებლად 2024 წლის მაისში მიღებულ იქნა კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მოითხოვს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის შევსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროა "უცხოური ძალაა". გასული წლის აპრილში კი პარლამენტმა გაამკაცრა „გრანტების შესახებ“ კანონი, რომლის მიხედვითაც უცხოური გრანტის მისაღებად საჭიროა მთავრობის თანხმობა. საუბარია საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ან სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის, უცხო ქვეყნის მთავრობის ან მისი წარმომადგენლობის, ასევე საწარმოს გრანტებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/08/298005202_0:21:2048:1557_1920x0_80_0_0_84b86c02a034382038e61c1b07d2aae9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პრემიერი: NGO-ების დაფინანსების ერთ-ერთი მიზანი იყო სიძულვილის გაღვივება საზოგადოებაში
ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიებისა და აქტივისტების ნაწილი არაერთხელ დაადანაშაულა „სიძულვილის ქსელის“ შექმნაში.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO) დაფინანსების ერთ-ერთი გამოკვეთილი მიზანი იყო საზოგადოებაში ინსტიტუციების მიმართ სიძულვილის გაღვივება, რასაც უნდა დავუპირისპიროთ სამართლებრივი მექანიზმები, ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას სიძულვილის ენის მონიტორინგის მიზნით სპეციალური სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით.
გუშინ ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ შსს-ში უმოკლეს ვადაში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნა მდინარაძის ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა სახელმწიფო მინისტრის რანგში.
„ეს იყო მკაფიოდ გამოკვეთილი ხაზი, რომელსაც მიჰყვებოდა უცხოური ჩარევა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის, NGO-ების უცხოური დაფინანსება. პირდაპირ, მიზანმიმართულად აფინანსებდნენ NGO-ების გავლით საქართველოში სიძულვილის ენის დამკვიდრებას, სიძულვილის გაღვივებას. ამას უნდა დავუპირისპიროთ, რა თქმა უნდა, სამართლებრივი მექანიზმები და აბსოლუტურად მისასალმებელია ის ინიციატივა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი მოვლენა. ყველა ქვეყანაში, სადაც ცდილობენ ჩაერიონ ადგილობრივ პროცესებში, ყველგან სიძულვილის გაღვივების ერთი ხელწერით დანერგილი მცდელობებია.
„ბუნებრივია, ჩვენ დიდ ყურადღებას მივაქცევთ ამ სამმართველოს შესაბამისი დანაყოფის ეფექტიან მუშაობას. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ გარედან არავინ მოგვახვიოს თავს სიძულვილი. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, ძალიან მკვეთრი დაპირისპირება და ზუსტად ამას უკავშირდება ის ინიციატივა, რომელიც გახმოვანდა,“- განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, შსს-ს შესაბამის ქვედანაყოფს შეეძლება, თავად შეაგროვოს ინფორმაცია სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით, ან საჯარო ინფორმაციის საფუძველზე წამოიწყოს კონკრეტული საქმეები.
„რაც შეეხება კანონმდებლობას, კანონმდებლობა უკვე დადგენილია, არსებობს შესაბამისი რეაგირების მექანიზმები, სანქციები. მთავარია, რომ სისტემურად იმუშაოს შსს-ს შესაბამისმა ქვედანაყოფმა იმისათვის, რომ რეაგირება შესაბამის სამართალდარღვევებზე იყოს მყისიერი და ეფექტური“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც გუშინ მდინარაძემ განმარტა, ინიციატივაში იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს. აღნიშნული სამმართველო იმოქმედებს პროაქტიულ რეჟიმში და რეაგირება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე. უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგის მომზადებას, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, თავად გადააგზავნის მასალებს სასამართლოში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ან პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოხელის, საჯარო მოხელესთან გათანაბრებული პირის და/ან მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუქარა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან შესრულებასთან დაკავშირებით ან მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 12 წლამდე.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ გინება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეურაცხმყოფელი ქცევა ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედება ან იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პირთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან, ისჯება ჯარიმით 1,5-დან 4 ათას ლარამდე ან პატიმრობით 45 დღემდე ვადით.
საქართველოს ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და არასამოთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. მმართველმა პარტიამ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიებისა და აქტივისტების ნაწილი არაერთხელ დაადანაშაულა „სიძულვილის ქსელის“ შექმნაში, სადაც თითოეული წევრს კონფლიქტის გაღვივებასა და საზოგადოების პოლარიზებაში საკუთარი წვლილი შეაქვს.
გარდა ამისა, ხელისუფლება არაერთ მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას აბრალებს უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებას და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებას. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ასევე არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) და დემოკრატიის ევროპული ფონდის (EED) მიერ გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე მიდიოდა.
ამის თავიდან ასაცილებლად 2024 წლის მაისში მიღებულ იქნა კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მოითხოვს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის შევსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროა "უცხოური ძალაა".
გასული წლის აპრილში კი პარლამენტმა გაამკაცრა „გრანტების შესახებ“ კანონი, რომლის მიხედვითაც უცხოური გრანტის მისაღებად საჭიროა მთავრობის თანხმობა. საუბარია საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ან სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის, უცხო ქვეყნის მთავრობის ან მისი წარმომადგენლობის, ასევე საწარმოს გრანტებზე.